"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას დამაჯერებლად, 3:0 სძლია, თუმცა დამარცხებული ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ კარში მსაჯმა დანიელე ორსატომ პენალტი არასამართლიანად დანიშნა.

32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გავიდა, ბურთი გადაუგდო და შეჯახების შედეგად გაზონზე აღმოჩნდა. ამ მომენტში გოლკიპერმა მეტოქეს ფეხით "შლაგბაუმი" წინასწარ გაუშალა და წააქცია. მათ შორის მოკლე მანძილი იყო და ალვარესმა ვერ შეძლო მოძრაობის გაგრძელება. მეკარეს ბურთზე არ უთამაშია, ხოლო თავდამსხმელი განზრახ არ წაიქცა და გვერდის ავლა არ შეეძლო. აქ ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს, სადაც დომინიკმა ბრძოლა
წააგო და დაისაჯა.

ხორვატმა მსაჯმა ბრუნო მარიჩმა Jutarnji-სთან ეპიზოდი გაარჩია და განაცხადა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო: "მე იმათ რიგებს არ განვეკუთვნები, ვისაც შეთქმულების თეორიებისა სჯერა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ პეპეს ნათქვამს აზრი ჰქონდა. არგენტინა მართლაც პრივილეგირებულია.

არბიტრის გადაწყვეტილება ასე ფიქრს გაიძულებს. პენალტი არ იყო. ლივაკოვიჩის მხრიდან ფოლი არ იყო. აქ მხოლოდ მეკარეზე წესების დარღვევა შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო.

სამწუხაროა, რომ ორსატომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა შედეგზე. უსამართლო და დაუშვებელია!"

ხორვატების ნახევარმცველმა ლავრო მაერმა აღნიშნა, რომ სისულელეა რამეზე წუწუნი, მაგრამ პენალტი არ იყო, რომელმაც ისინი მოკლა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "მეტ-ნაკლებად სამართლიანი პენალტი".

ლინეკერს არ დაეთანხმა ყოფილი თანანაკრებელი გარი ნევილი: "პენალტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ლივაკოვიჩმა უბრალოდ მარჯვნივ გადააბიჯა, ალვარესის დარტყმისას გაჩერდა და მერე კი არგენტინელმა ფეხი წამოსდო. რა უნდა გააკეთოს მეკარემ ასეთ სიტუაციაში? ალვარესის მიმართულებით მოძრაობა რომ გაეგრძელებინა, პენალტი სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ის გაჩერდა".

მკითხველის კომენტარები / 58 /
მესის და არგენტინის მოძულეებს გეკითხებით-აბა ხორვატიას რა უნდოდა ფინალში? ბრაზილიასთან 1-11 დარტყმები, ანტიფეხბურთი, გუშინაც გადაუარა არგენტინამ და მაგათთვის ნახ.ფინალიც უკვე ზედმეტი იყო.სამწუხაროა რომ ლამაზ ფეხბურთს, მესის,ნეიმარს ამდენი მოძულე ჰყავს პატარა საქართველოში და თურმე პრაგმატული, ანტიფეხბურთის მოთამაშე ხორვატია იმსახურებდა ფინალს. გულით მეცოდება ესეთი ხალხი.
გია
14 დეკემბერი 2022 15:15
9
100 ანს წერ. ხორვატიაზე გუნდმა ერთი აზრიანად ვერ შეუტია და პენალით წააგეს?კაცმა დასწრო მეკარეს ბურთზე და მერე გააჩერა მეკარემ და აბა პენალტი რაა?
მოსეხონელი
14 დეკემბერი 2022 21:17
1
ბარემ ჩემპიონატის დაწყებამდე წინასწარ მიეცათ არგენტინისთვის მსოფლიო თასი. ასე კი გახდებიან ჩემპიონები,ყოველ თამაშში პენალტს ჩუქნიან,უკვე ვეღარ ვითვლი,მესის მგონი ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაარტყმევინეს.ასეთი არაფერი მინახავს,ნეტავი ფინალშიც დაუდებენ??
მსაჯუკებს
14 დეკემბერი 2022 14:45
23
Ra burtze tamashis sashualeba ar mica?sad erekle da sad chemi.....ai egre ikvnen alvaresi da burti roca mekares sheaskda...alvaresma ver daartka kargad da goli ar gavidoda arafrit rom ara penalti!!! magram aqve davamateb: imas ar vuarkof rom argentina mainc moigebda am tamashs.
123-s
14 დეკემბერი 2022 14:43
6
მცველმა რომ ბურთი გამიტანა, იმ ბურთზე თამაშის საშუალება არ მიეცა, ეს იგულისხმება და არა პირველი დარტყმა.
ეეე
14 დეკემბერი 2022 19:21
0
რაც შეეხება იმას, რომ ხორვატია ამ პენალტმა მოკლა, სასაცილოა. არცერთ შეხვედრაში ხორვატებს პირველი ბურთი არ გაუტანიათ, მაგრამ მშვენივრად მოიგეს მატჩები. მიდი მესი!!!
ჟორა ხვედელიძე
14 დეკემბერი 2022 13:57
4
სანამ შეიხები არიან ფეხბურთში მანამ არ იარსებებს ფეხბურთი გამგები გაიგებს ამ სიტყვებს და ასეთი პენალტის დადება მესამე ლიგაშიც არ ხდება ნუ იბრმავებთ თვალებს.
Gio
14 დეკემბერი 2022 13:32
20
გეთანხმებით, მესის მიუდგნენ, თორემ მესამე გოლს ვერ შექმნიდა. მსაჯი ეძახდა, მიდი ლეო, მიდი !
ქიტესა
14 დეკემბერი 2022 13:00
5
ბურთზე გარბოდა ხო შეძლებდა დამატებას,მეკარემ ხელი შეუშალა წააქცია აბა სხვა რაა პენალტი
ბბ
14 დეკემბერი 2022 12:57
7
მეკარე დარტყმას ელოდებოდა და ფეხი გაუწია კარის ჩასაკეტად, რაც ადვილად იკითხება თავდამსხმელის, ბურთის, მისი მდებარეობებით და მოძრაობის ტრაექტორიით. ბევრმა მათ შორის მამარდაშვილმა არაერთხელ მოიგერია ასეთი გაშლილი ფეხით ბურთი. თან ფეხის მდგომარეობას თუ დააკვირდებით შეჯახების შემთხვევაში ტრავმის რისკი ძალიან მაღალია. ვფიქრობ ეს პენალტი მეკარეებისთვის ცუდი სიგნალია. რაც შეეხება მესის მართლაც უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა ადამიანობის, შეგნების და ზრდილობის საკმაო დეფიციტით.
mmm
14 დეკემბერი 2022 12:56
14
ესენი რომ უსამართლობაზე და პრივილეგირებულებაზე ილაპარაკებენ რაა.
და არ მინდა და ზღაპრები რომ თავისით მიაღწიეს ყველაფერს გინდა სპორტში და გინდა პოლიტიკაში
ბს
14 დეკემბერი 2022 12:46
6
როგორ არ იყო პენალტი, რომ არ წაექცია მეკარეს მცველის მიერ გამოტანილ ბურთს დაამატებდა და გაიტანდა.
რრრ
14 დეკემბერი 2022 12:35
11

სიახლეები პოპულარული