"რით ავხსნი ფინალში გასვლას? ამაზე ერთადერთი პასუხი ლიონელ მესია - არგენტინელი ქომაგები ნახევარფინალში გამარჯვებას ზეიმობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

რა თქმა უნდა, "ალბისელესტეს" საქომაგოდ ბუენოს-აირესში ათასობით ადამიანი გამოვიდა და საკუთარი ნაკრების წარმატება ერთად აღნიშნა.

"ხორვატიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, ჩვენ ფინალში ვართ. საუდის არაბეთთან განცდილმა მარცხმა ჩვენზე კარგად იმოქმედა. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. ოცნება უნდა გავაგრძელოთ და ყოველი მომენტით ვისიამოვნოთ".

"სიმართლე ისაა, რომ მესი კაპიტანზე მეტია. ვფიქრობ, მარადონაზე უკეთესია. ძალიან ბედნიერი ვარ. მიუხედავად პრობლემებისა, დღეს ერთიანნი ვართ".

"როგორც ყოველთვის,
გამარჯვებისთვის ბევრი ვიბრძოლეთ, ჩვენ ფინალში ვართ!"

"ეს სიგიჟეა. მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა საშინლად დავიწყეთ და ახლა ფინალში ვართ. ამას ვერაფრით ავხსნი, მაგრამ ამაზე ერთადერთი პასუხი მხოლოდ ლიონელ მესია".

"არ აქვს მნიშვნელობა, ფინალში ვის შევხვდებით. ჩემს ხუთ შვილიშვილსაც იმავეს ვეუბნები, ნებისმიერთან მოგებისთვის ვიბრძოლებთ".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბევრი ხმამაღალი ნათქვამია აქ მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ
1)მარადონა-უკვდავი ლეგენდაა და მას არ უნდა შევეხოთ
2)მარადონა/მესი კარიერა საკლუბო დონეზე შეუძლებელია და არაკორექტული მათი შედარება მარადონა ნაპოლის ღმერთია,მესი ბარსელონას ღმერთი,მარადონამ უეფას თასი და სერია ა მოიგო,მესიმ ბევრჯერ ჩემპიონთა ლიგა,ესპანეთის ჩემპიონატი,ოქროს ბურთები ოქროს ბუცები....ანუ საკლუბო დონეზე მესიმ გავილებით მეტს მიაღწია
2)სანაკრებო დონეზე მარადონამ მარტომ დადო მსოფლიო თასი ზუსტად ისე როგორც ახლა მესი დადებს ამ მსოფლიოს (მარადონას ღმერთის ხელი,მესისთან მსაჯების ლოიალური მიდგომა),მაგრამ ერთმაც და მეორემაც დასამახსოვრებელი მომენტები გვაჩუქეს
3)მარადონა Vs მესი-დისციპლინა აქ აღარ შევჩერდები
4)შემადგენლობა: მარადონას არგენტინა გაცილებით ძლიერი იყო,მესის ახლანდელი არგენტინა 0,ჩამოწერილი დიმკა,ჰაალანდის ზამენა ალვარესი,ჩამოწერილი პარედესი,სხვა დანარჩენი უცნობი ბიჭები,თუმცა ამაზე მაგარი შემადგელობაც ყავდათ მაგრამ აგუერომ სიტიში რაც გაიტანა 2 იმდენი მაზა ნაკრებში.
ასე რომ თუ შედარებაა ფაქტი ეს არის,მაგრამ მე მაინც ასე მგონია პელეს ეპოქა,მარადონას ეპოქა,მესის ეპოქა (კრისტიანო მაინც ჩრდილში რჩება სამწუხაროდ),აი ყველაზე საინტერესო მარადონას და მესის ეპოქის შუაში მყოფი ფეხბურთელების დიდი პლეადაა მაგრამ მათ ეპოქა ვერ შექმნეს:კიჭა რონალდო,რონალდინიო,რივალდო,რომარიო,კაფუ,კარლოსი,კაკა-ბრაზილია,ზიდანი,ანრი,კანტონა,დესაი,დეშამი-საფრანგეთი,ბაჯო,დელ პიერო,ნესტა,კანავარო,მალდინი,ტოტი,პირლო,ბუფონი-იტალია,ბექემი,ფერდინანდი,ჯერარდი,ტერი,შირერი-ინგლისი,ლამი,ნოიერი,მიულერი,კანი,კლოზე,კლინსმანი-გერმანია,ბატისტუტა,ძანეტი,კრესპო-არგენტინა
ფიგუ,რუი კოშტა-პორტუგალია და ა.შ ყველაზე კაი დრო ეგ იყო,ყველა მხეცი იყო და რომელ ერთი შეგედარებინა ერთმანეთს,ბევრი კიდე გამომრჩა,ახლა რა 15 წელია მესი/კრისტინას შევცქერით და ვხარობთ და ვდავობთ,ზოგს ერთი მოსწონს ზოგს მეორე,ზოგს ბოღმა ახრჩობს,მაგრამ ფაქტია ორივე ძაან მაგარი იყო,ასაკმა მოიტანა ყველაფერი,მესი ახლა ბოლო ვაგონს შეახტა,ახლა უკვე იმ საჭესთან ზის,რომელიც მსოფლიო თასს მოუტანს
ნიკო
12:06 14-12-2022
1
რა კარგია, როდესაც არგენტინელებს სიცივე არ აწუხებთ არასოდეს, ჩვენ ამ მხრივაც არ გაგვიმართლა!:-)
ლაშა
10:55 14-12-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული