მბაპემ საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარს შემთხვევით დაზიანება მიაყენა

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე ხურდებოდა და ბურთს კარში ურტყამდა, ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა კი "მამლების" გულშემატკივარს მოხვდა, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო.

პსჟ-ის ფორვარდი მაშინვე მასთან მივიდა და ბოდიში მოუხადა, მატჩის შემდეგ კი თავისი მაისური აჩუქა.

მბაპეს საფრანგეთისა და მაროკოს ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გოლი არ გაუტანია, თუმცა მისმა გუნდმა 2:0 მაინც იმარჯვა და 18 დეკემბერს ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უაზროა ეს ტრანსგენდერის ნაშა.DDD
ეეე
19:02 15-12-2022
3
))))) რა ბედნიერებაა კინაღამ იმ ქვეყნად გაუშვა მასტი გათიშულია
rembo
12:24 15-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული