მსოფლიო ჩემპიონატის 5 საუკეთესო ფინალი

AutoSharing Option
18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მიუხედავად ტურნირის მძიმე დასაწყისისა, კატარის მუნდიალზე უამრავი სენსაცია, დაძაბული და ამაღელვებელი შეხვედრა ვიხილეთ.

გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის 5 საუკეთესო ფინალურ მატჩს.

5) იტალია-საფრანგეთი 1:1 (2006 წელი)

შესაძლოა, არც ისე სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ფეხბურთის ქომაგს მატერაცისა და ზიდანის დაპირისპირება მუდამ ემახსოვრება. მატჩის დასაწყისში ზიდანმა პენალტი შეასრულა და ფრანგები დააწინაურა, მაგრამ იტალია მატერაცის წყალობით თამაშში დაბრუნდა. მცველის აშკარად პროვოცირების შემდეგ, რომელმაც
როგორც წლების შემდეგ შევიტყვეთ, "ზიზუს" დას შეურაცხყოფა მიაყენა, ზინედინმა თავი მკერდში ჩაარტყა და მატერაცი გაზონზე დაეცა. იმ დროს "რეალის" ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს, იტალიელებმა კი თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს.

Sportall.Ge

4) გერმანია-ბრაზილია 0:2 (2002 წელი)

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ ბრაზილიელებმა ისტორიაში ახალი წარმატებული ფურცელი ჩაწერეს, რონალდო მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და საკუთარ გუნდს გერმანიასთანაც ულიდერა. მუნდიალზე "სელესაოს" შემტევი ხაზი ნამდვილად მრისხანედ გამოიყურებოდა, რონალდო, რივალდო და რონალდინიოს შეჩერება 2002 წელს ვერავინ შეძლო. "ბუნდესნაკრებთან" შეხვედრის მეორე ტაიმში "ფენომენომ" დუბლი შეასრულა და ბრაზილიას მე-5, ჯერ-ჯერობით უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.

Sportall.Ge

3) საფრანგეთი-ბრაზილია 3:0 (1998 წელი)

ფრანგული ფეხბურთისთვის 1998 წლის მუნდიალი ყველაზე დასამახსოვრებელი და ისტორიული გამოდგა, რადგან მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება პირველად შეძლეს. აიმე ჟაკის გუნდი დიდ ზეწოლას გრძნობდა, რადგან ტურნირის მასპინძლები ფინალში ბრაზილიის ვარსკვლავურ ნაკრებს დაუპირისპირდნენ. მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდოს გუნდის ბოლო ვარჯიშზე კრუნჩხვები ჰქონდა და შეხვედრას გამოტოვებდა, თუმცა "ფენომენომ" თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა, ისევე, როგორც მის თანაგუნდელებს. ზინედინ ზიდანმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "სელესაოს" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, ბოლო, მე-3 გოლი კი ემანულ პეტიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

Sportall.Ge

2) ბრაზილია-იტალია 4:1 (1970)

1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე "ფეხბურთის მეფემ", პელემ, დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზა. იტალიასთან ფინალში ლეგენდარულმა ბრაზილიელმა გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა, მისი თანაგუნდელის, კარლოს ალბერტოს გატანილი გოლი კი მუნდიალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოლადაა აღიარებული. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც 3 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

Sportall.Ge

1) ინგლისი - დასავლეთი გერმანია 4:2 (1966)

ეჭვგარეშეა, რომ ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის მატჩი "უემბლიზე" მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ფინალური დაპირისპირებაა. ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა და საშინაო კედლებში დასავლეთი გერმანია მიიღო. სტუმრები დაწინაურდნენ, ჰერსტისა და პიტერსის გოლებით მასპინძლები წინ გავიდნენ, თუმცა გერმანელებმა თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო. ჰერსტმა 102-ე წუთზე დუბლი, ხოლო 120-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ინგლისელებმა ნანატრი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მოიპოვეს.

Sportall.Ge

მომზადებულია footballwhispers.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
მახაზ ჯობავას - კარგად გაიხსენეთ: ტოფიკამ ჩათვალა "ძელი - მიწა" ასხლეტილი და უკან გამოსული ისეთი ბურთი, რომელსაც კარის ხაზი არ გადაუკვეთია!
პლეხანოვზე გაზრდილი
23:34 16-12-2022
0
1970 წლიდან ყველა ფინალი მახსოვს და აშკარად საუკეთესო ამ სტატიაში ნახსენებიც არაა - გფრ - ჰოლანდია, 1974!
უშანგი
16:04 16-12-2022
0

სიახლეები პოპულარული