2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მუნდიალის მოგება მისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი რეკორდების დამყარება.
მოგეხსენებათ, ხორვატიასთან გატანილი თერთმეტმეტრიანი ლეოსთვის მე-11 აღმოჩნდა, რითაც "ალბისელესტელთა" შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (გაბრიელ ბატისტუტა იყო აქამდე 10 გოლით).
"ეს ყველაფერი კარგია, თუმცა გუნდური წარმატება უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგებაღა დაგვრჩა. მაგრად ვიბრძოდით, ახლა კი წარმატებისთვის მთელი ჩვენი სიძლიერე უნდა ჩავდოთ" - განცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, მუნდიალის ფინალში არგენტინა საფრანგეთს 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე შეხვდება.