ახალგაზრდა ქალბატონმა ლეოსადმი თბილი სიტყვები არ დაიშურა:
"უკანასკნელად, მინდა, კიდევ ერთი რამ გითხრა, ეს არ არის შეკითხვა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ახლოვდება და დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ქვეყანას გამარჯვება გვსურს. უბრალოდ, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა შედეგით დასრულდება მატჩი, არის რაღაც, რასაც ვერავინ წაგართმევს. ფაქტია, რომ თითოეულ არგენტინელზე უდიდესი გავლენა მოახდინე. სერიოზულად, არ არსებობს ბავშვი, რომელიც თქვენი გუნდის მაისურს სიამაყით არ ატარებს, უმნიშვნელოა, მაისური ყალბია თუ ნამდვილი. ყველას ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვე, ეს კი ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულზე მაღლა დგას, მინდა, თქვენ მიმართ მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ხალხს უდიდეს ბედნიერებას ანიჭებ. ვიმედოვნებ, ამ სიტყვებს გულთან ახლოს მიიტან, ყველაფრისთვის დიდი მადლობა, კაპიტანო!" - მიმართა ჟურნალისტმა "ლა პულგას".
შეგახსენებთ, მუნდიალის ფინალური მატჩი არგენტინასა და საფრანგეთს შორის კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
"გუნდის წარმატება მეტად მნიშვნელოვანია" - მესი ფინალისთვის მზადაა
"მესის ფინალში გულს გაუტეხენ" - მორგანი საფრანგეთის გამარჯვებაში დარწმუნებულია
მესი VS მბაპე - ლეომ ფინალში მეორედ წაგება არ უნდა დაუშვას!..