მესი VS მბაპე - ლეომ ფინალში მეორედ წაგება არ უნდა დაუშვას!..

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე ფინალისტის ვინაობა გაირკვა - არგენტინის ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ...

ასაკის მატებას ერთი დადებითი მახასიათებელი შეიძლება ჰქონდეს, თუკი მას სწორად გამოიყენებ - იცი, რომ მიზნების შესასრულებლად თუ საყვარელი ადამიანებისა და საქმისთვის უფრო ცოტა დრო გრჩება, რის გამოც მეტად უნდა დაიხარჯო, იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე მანამდე აკეთებდი. სპორტშიც ასეა - შეიძლება დაკარგო სისწრაფე, ძველებურად ვეღარ ხედავდე და დაღლილობას უფრო "დაუმეგობრდე", თუმცა, როცა სანუკვარი მიზანი ჯერ კიდევ ასასრულებელია, საკუთარ თავზე მაღლა უნდა ახტე...

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონობაზე უარს არავინ იტყვის, ისიც
კი, ვისაც ამის თითქოს, ნაკლები შანსი აქვს. ლეო მესის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ის, მოედანზე ჩადენილი სასწაულების მიუხედავად, ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი ემოციებით, ოცნებებითა და თუნდაც, ეგოიზმით. მესის გოლებით, ტიტულებითა და გულშემატკივართა ოვაციებით ვერ გააკვირვებ. რაც ახლა მას სჭირდება, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია. იქნებ ამით მისი სიდიადე არც განისაზღვრებოდეს, მაგრამ თუკი თავად ასე არ მიაჩნია და კარიერის მიწურულს ისტორიაში მთლიანად ოქროს ასოებით დარჩენა სურს?!

ლიონელი მიზნისთვის ყველაფერს აკეთებს. ადრე მესის ერთი პრობლემა ჰქონდა, მისი "ბარსელონა" "ათიანთან" ერთად "დაფრინავდა", ის კი ნაკრებში თითქოს ასეთი არ იყო. განა რამეს აკლებდა, უბრალოდ ყველაფერი ასეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა. ამ გადასახედიდან, იქნებ რაღაც პრობლემა მართლაც არსებობდა, ასეთი მონდომებული მესი, როგორც ახლაა, მისი დიდების წლებშიც კი იშვიათად გვინახავს. მზადაა, თავი ბოლომდე გადადოს, გააკეთოს ყველაფერი, რაც მისი პირდაპირი მოვალეობა არის თუ არა, ბოლომდე იყოს ჩართული თითოეულ დეტალში, დააკვირდეს, რას ამბობენ მასსა და მის თანაგუნდელებზე მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ პრესკონფერენციაზე. ასეთ ლეოს ერთი ნაბიჯიღა დარჩა გადასადგმელი...

Sportall.Ge

ღირსეული მოწინააღმდეგის ცრემლებიც უნდა გთრგუნავდეს და სიხარულის გამზიარებელი იყო. ლიონელ მესი მუნდიალის მეორე ფინალშიც რომ დამარცხდეს, ეს იმდენად დიდი სევდა იქნება, შეუძლებელია, გულთან უშუალო მოწინააღმდეგეებმაც კი არ მიიტანონ. ადამიანურად ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება, ისეთი მძიმე, რომ მას მხოლოდ არგენტინელები არ განიცდიან. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა თავად უნდა შეძლონ და ბედნიერებას ეზიარონ. ამ შემთხვევაშიც, ლეოს სიხარულსაც მეტი გაიზიარებს, ვიდრე მხოლოდ მისი გულშემატკივრებია.

თანაგუნდელები ვახსენეთ და ისინი მართლაც თავდაუზოგავად იბრძვიან. თუკი თავიდან ისე ჩანდა, წარმატება მხოლოდ მონდომებით წარმოედგინათ, ახლა გუნდი გაცილებით კარგ ფორმაში შევიდა, ერთიანი გახდა და როგორც თავის დაცვა, ასე შეტევა მაღალორგანიზებულად მიმდინარეობს.

Sportall.Ge

ზოგჯერ იქნებ უსამართლობაც კია, რა დიდიც უნდა იყოს, როცა საქმე ნაკრებს ეხება, მხოლოდ ერთ ადამიანზე ისაუბრო. თუმცა ამას, ალბათ, ყველა გაიგებს - მეკარე ემილიანო მარტინესიც, ანხელ დი მარიაც, რომელსაც ტრავმამ ახლა ბევრი დააკარგვინა; როდრიგო დე პაულიც, ძალიან ბევრს რომ შრომობს და მოძრაობს თუ ხულიან ალვარესიც, რომელიც პეპ გვარდიოლას "სიტიში" შემთხვევით რომ ვერ მოხვდებოდა, ყველა დაარწმუნა.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში მეტოქე მართლაც სერიოზულია. საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპეს ლიდერობით სურს, ისტორიაში მესამე (იტალიისა და ბრაზილიის შემდეგ) გახდეს, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. დიდიე დეშამის გუნდი ისევ სერიოზული ძალაა. მესი კარიერაში იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ - ზეიმი თუ დიდი, ძალიან დიდი ტკივილი.

alt"რით ავხსნი ფინალში გასვლას? ამაზე ერთადერთი პასუხი ლიონელ მესია - არგენტინელი ქომაგები ნახევარფინალში გამარჯვებას ზეიმობენ [VIDEO]

altმესი ყველაფერს გააკეთებს, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს - თემურ ქეცბაია

alt"მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - მესი დიდი წნეხით მსოფლიო ჩემპიონობისკენ და არგენტინელთა გაკვეთილი

მკითხველის კომენტარები / 34 /
მესი ფინალის შემდეგ ამდენ დარდს და სევდას ვერ გაუძლებს და გალოთდება.

მესხი


რას ნიშნავს გალოთდება?!

ლოთები ეძებე სხვაგან!
0
ფ ი ნ ა ლ ი
საფრანგეთი - არგენტინა

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს ორი გუნდი ერთმანეთს მე-4 შეხვდება.
აქამდე, ამ ტურნირზე საფრანგეთისა და არგენტინის გზები სამჯერ გადაიკვეთა - 1930 წელს (1:0) და 1978 წელს (2:1) წლებში გამარჯვება სამხრეთამერიკულ გუნდს დარჩა.
2018 წელს კი საფრანგეთმა სხვაობა შეამცირა და მერვედფინალურ შეხვედრაში 4:3 გაიმარჯვა.
მთლიანობაში ეს ორი გუნდი ისტორიაში ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდა, აქედან 7 მატჩი არგენტინამ მოიგო, 3 მატჩი საფრანგეთმა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
როგორც ვხედავთ მთელი ისტორიის მანძილზე უპირატესობას არგენტინა ფლობს და ეხლაც გამარჯვებული არგენტინა იქნება.


1 : 3
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული