ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი შეიძლება სამუშაოდან არ დაითხოვონ, - იტყობინება "ტელეგრაფი".
გამოცემის მტკიცებით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას გაუჭირდება 52 წლის სპეციალისტის შემცვლელის მოძებნა და ამიტომ არ გადააყენებს.
ის სავარაუდოდ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს და დიდი ალბათობით ეროვნული გუნდის თავკაცად დარჩება.