"ფიფამ დაკარგა ფეხბურთის გაგება" - მსოფლიოს საფეხბურთო მმართველმა ორგანომ ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
Sport.ua-ს ინფორმაციით, ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვის ჩვენებაზე უარი განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"კატარმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას, მაგრამ ფიფამ დაბლოკა ეს ინიციატივა და არ დაუშვებს პრეზიდენტის ვიდეო შეტყობინების ჩვენებას ფინალური მატჩის წინ. ფიფამ დაკარგა ფეხბურთის გაგება, როგორც თამაში, რომელიც აერთიანებს ხალხებს.

პრეზიდენტის მიმართვაში არაფერია პოლიტიკური, რაც სპორტულ ღონისძიებას პოლიტიკურ ელფერს ანიჭებს. კერძოდ, არ არის სუბიექტური შეფასებები, პოლიტიკური სიგნალები და მით უფრო ნაკლები ბრალდებები. ფიფას არ უნდა ეშინოდეს, რომ მშვიდობის
სიტყვები გაისმის მსოფლიო საფეხბურთო ზეიმზე, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიდეოს დამოუკიდებლად გაავრცელებენ, თუ ფიფა მატჩის წინ მის ჩვენებაზე მაინც საბოლოოდ უარს იტყვის.
მკითხველის კომენტარები / 30 /
დღესვიქნება თუ ხვალ,თავად უკრაინელები გაუსწორდებიან სათანადოდ,უღირსი,უტვინო მმართველობისა და საშინელი ომის ვერ არიდებისთვის,ულამაზესი,პოტენციურად უმდიდრესი უკრაინის გაპარტახებისთვის...პუტინს კი ღვთის საშინელი რისხვა არ ასცდება ენითაუწერელი უსამართლობისა და სხვა ხალხთა და სახელმწიფოთა მიმართ გამოვლენილი ბარბაროსობისთვის....
კოტე
16:56 18-12-2022
33
ზელენსკი შენ ხარ დასავლეთის ისეთი ყურმოჭრილი აგენტი რომ არ ყოლიათ დღემდე...და ასევე ხარ უკრაინელების დამაქცევარი და დამღუპველი...შენ ზიხარ ბუნკერში დაცვიანად და უბრალო ხალხი იღუპება...და პოდოლიაკი კიდევ ომის გახანგრძლივებას გაიძახის...რა გენაღვლებათ უბრალო ადამიანების სისხლი ხორცი და სიკვდილი...თქვენ იბრძოლეთ წინა ხაზზე და ნახავთ როგორია...იმ წუთასვე ომის დამთავრებაზე დაიწყებდით საუბარს...მილიონებს გირიცხავენ და თქვენც მდიდრდებით...უნამუსო ხარ ზელენსკი...!!!
Simartle
09:51 19-12-2022
21

სიახლეები პოპულარული