დღეს, ლიონელ მესი ნაკრებში უკანასკნელ მატჩს გამართავს და მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების უკანასკნელი შანსი ექნება. ლეომ არგენტინელი ხალხის სიყვარულისა და პატივისცემის მოსაპოვებლად უდიდესი გზა გაიარა..
"ლა პულგამ" სამშობლო ძალიან ადრე დატოვა და 13 წლის ასაკში "ბარსელონას" აკადემიას, "ლა მასიას" შეუერთდა. "ის არგენტინელი არ არის, ესპანელია, ჰიმნსაც კი არ მღერის, რადგან სიტყვები არ იცის" - აცხადებდნენ არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები.
მესი ჟურნალისტებთან თითქმის არ
2011 წელს კოპა ამერიკა არგენტინაში ჩატარდა, მასპინძელმა ქვეყანამ ტურნირზე სრული კრახი განიცადა, მარცხი კი ლიონელს დაბრალდა, "ევროპაში სასწაულებს ახდენს, ქვეყანაში კი წარუმატებლობის სიმბოლოდ იქცა" - აღნიშნა იმედგაცრუებულმა არგენტინელმა გულშემატკივარმა.
2014 წელს "ალბისელესტე" გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა, 2016 წელს კი ხორხე სამპაოლის გუნდი კოპა ამერიკის ფინალში ჩილესთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა, მესიმ ამ შეხვედრაში პენალტი გააცუდა. ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა და გადაწყვიტა ეროვნულ ნაკრებს დამშვიდობებოდა:
"ნაკრებთან ერთად 4 ფინალში ვითამაშე, ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერაფერი შევძელი. ვფიქრობ, ყველასთვის უკეთესი იქნება თუ წავალ. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც უნდა, რომ ეს გავაკეთო" - განაცხადა მესიმ.
არგენტინელებმა "პატარა ჯადოქარს" ნაკრებში დაბრუნება სთხოვეს. "ჩილესთან განცდილი მარცხის შემდეგ ეროვნული გუნდის დატოვებაზე ბევრი ვიფიქრე, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებაზე ვვოცნებობ" - აღნიშნა 7-გზის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა.
მას შემდეგ, რაც "ალბისელესტემ" კოპა ამერიკის ფინალში, მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა, კრიტიკოსები საბოლოოდ გაჩუმდნენ, მოგეხსენებათ "მარაკანაზე" "სელესაოსთან" გამარჯვება ომის მოგების ტოლფასია. მესი ამ ტრიუმფის შემდეგ, არა წარუმატებლობის სიმბოლოდ, არამედ ისტორიის შემოქმედად იქცა.
არგენტინელებისთვის მარადონა ყველაფერია, მან შეძლო და 1986 წელს ნაკრებს ულიდერა, ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქა, გარდა ამისა, დიეგო ყოველთვის პირდაპირი იყო, მესი ამ მხრივ განსხვავებულია. ჩუმი, მორიდებული, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ლეო დიდი ხნის განმავლობაში მარადონას ჩრდილში იყო და მასზე ყოველთვის დიდი მოლოდინები იყო.
კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, თითქოს მესი ზეწოლისგან გათავისუფლდა, უფრო ლაღად და მშვიდად თამაშობს, როდესაც თანაგუნდელები ცუდად გამოიყურებიან, მათთან მიდის და ესაუბრება, დღეს 35 წლის ლეო არგენტინის ნაკრების ლიდერია, კაპიტანი, რომლის ნახვასაც მის სამშობლოში ასე დიდხანს ელოდებოდნენ...
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
ამ ასაკში მბაპე მესის სჯობს - კილიანი და ლეო მუნდიალის ფინალის წინ ერთმანეთს შეადარეს