არგენტინის მიერ მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ბუენოს-აირესში ათობით ათასმა ქომაგმა გამარჯვება ერთად აღნიშნა.
მოგეხსენებათ, "ალბისელესტესა" და ფრანგების დაპირისპირება პენალტების სერიამდე მივიდა (120 წუთი 3:3 დასრულდა), თერთმეტმეტრიანებში კი არგენტინელებმა 4:2 გაიმარჯვეს და მესამედ მოიგეს მუნდიალი.