"პრორუსული ორგანიზაციაა! - პალკინის მძიმე ბრალდებები ფიფას, როგორ არ დაუშვეს უკრაინელი გულშემატკივრები მუნდიალზე

AutoSharing Option
"შახტარის" აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პალკინმა სოციალურ ქსელში ფიფას გადაწყვეტილებაზე ვრცელი პოსტი გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი ჰქონდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ სამშვიდობო ვიდეოგზავნილი გაევრცელებინა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამაზე უარი განუცხადა. 

პალკინის თქმით, ეს ორგანიზაციის პრორუსულ ორიენტაციაზე მეტყველებს.

"კატარში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ აჩვენა ფიფას არსი - ეს არის ღიად პრორუსული ორგანიზაცია, რომელიც არ ერიდება რუსეთის მხარდაჭერას, თუმცა ის ცდილობს ამის ფარულად გაკეთებას. 

ნებისმიერ დროს მსოფლიო ჩემპიონატი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გულშემატკივრებისთვის დიდი დღესასწაულია. ის
აერთიანებს ხალხს, სხვადასხვა ადამიანსა და კონტინენტს, ხსნის ახალ საზღვრებს და უზრუნველყოფს პლატფორმას მშვიდობისთვის.

მაშინაც კი, თუ თქვენი გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, თქვენ მაინც შეგიძლიათ მიხვიდეთ და დატკბეთ ფეხბურთის ზეიმის ატმოსფეროში, მაგრამ კატარში ყველას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა.

ჯერ კიდევ ოქტომბერში კატარის ხელისუფლებამ შეწყვიტა უკრაინელების შეშვება მათ ქვეყანაში. ჩვენს გულშემატკივრებს არ მიეცათ შესვლის ნებართვა და არ მიეცათ Hayya Card - პერსონალიზებული დოკუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მოხვიდეთ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე. საჭირო იყო განაცხადი, მაგრამ ამის გადაწყვეტილება არ მიიღეს, მაშინ, როცა რუსებს ბარათი ერთ დღეში მისცეს.

ფიფას დამოკიდებულება მთლიანად უკრაინის მიმართ და ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა ჩვენს ქვეყანაში, ხაზგასმულია იმითაც, რომ პრეზიდენტ ზელენსკის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მთელი მსოფლიოსადმი სამშვიდობო გზავნილის გაგზავნა უარყო. მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩს მთელ პლანეტაზე 1,2 მილიარდმა ადამიანმა უყურა. ასეთი აუდიტორიის წინაშე საუბრის შესაძლებლობის წართმევა კაცობრიობის წინააღმდეგ მორალური დანაშაულია.

გახადე ფეხბურთი ისეთი, იმუშაოს საზოგადოებისთვის - ეს არის FIFA Vision 2020-2023-ის ერთ-ერთი მიზანი, რომლის რეკლამასაც თავად აქვეყნებს. მაგრამ რატომღაც ეს არ მუშაობს უკრაინასა და უკრაინელებთან მიმართებით. ომის ათი თვის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მიკერძოებულია ფიფა და მისი ხელმძღვანელობა უკრაინის მიმართ. მსოფლიოში უზარმაზარი რესურსებითა და გავლენით, მათ არაფერი გაუკეთებიათ აგრესორზე ზემოქმედებისა და ომის შესაჩერებლად.

ფეხბურთი პოლიტიკის მიღმა? - მაგრამ ომი არ არის პოლიტიკა, ეს არის ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი, დანგრეული სახლები და დანგრეული ბედი. მაგრამ კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფიფამ არასოდეს მიიქცია მსოფლიოს ყურადღება უკრაინელების გენოციდზე.

ფიფა უკრაინულ კლუბებს გადარჩენის ზღვარზე აყენებს, მხოლოდ აგენტების შემოსავალზე ფიქრობენ, უკრაინელ გულშემატკივრებს არ სცემს პატივს, მატჩების ყურებაში დაბრკოლებებს უქმნის და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში რუსეთთან ერთად თამაშობს.

ფიფა უნდა გარდაიქმნას წმინდა პოლიტიკური ორგანიზაციიდან უფრო პროფესიონალურ ორგანიზაციად, როდესაც გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში ღირებულებებს და არა ცალკეული ქვეყნების და მათი წარმომადგენლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს", - წერს პალკინი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 15 /
არ შეუშვესო..ომია მათთან და ისინი ყატარში საგულაოთ მიდიან..შე პიტალო არ ჯობია შენს ხალხს მიმართო ქვეყანაში დარჩენ და დაიცვან მათი სახლები.
ა.
22 დეკემბერი 2022 14:56
4
გამოიმუშავეს:
111111111- 100 ლარი
დასავლეთში ფერადი ფაშიზმი-50 ლარი
კარგია,რომ თბილისის მერიის ბიუჯეტი მეტს არ იხდის,რა გაუძლებს ამათ უაზრო,ბოღმიან კომენტარებს
თემო
21 დეკემბერი 2022 19:28
6
არ დაიღალე შენს თავთან საუბრით? ძალიან უნიჭო ტროლი ხარ რააა. ისე, ხომ კარგად გიხდიან ევროპის გინებაში?))))
1111111 -ს
21 დეკემბერი 2022 16:55
10
მსოფლოს ჩემპიონატის ფინალია ფეხბურთში მილიარდობით გულშემატკივარი ელის თამაშის დაწყებას, და წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ვიღაცა გამოდის და ომზე ლაარაკობს ვის რაში ჭირდება,ფიფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
maxo
21 დეკემბერი 2022 15:38
30
ისე მალე უნდა გაიმართოს მსოფლიო მოდის ჩვენება,მერე სილამაზის კონკურსი ,ეგება იქ მისცენ უფლება სიტყვით გამოსვლის?არაააა?
ტატო
21 დეკემბერი 2022 12:33
28
მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ზელენსკის ვიშვიში,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პუტინი მომწონს,ამიტომ ყველას თავისი აზრი აქვს.იმ კაცს სულ არ აინტერესებს ეს თქვენი ომი,ამიტომ დაანებეთ თავი,ყველა დირკაში ნუ ძვრებით.
1111111
21 დეკემბერი 2022 12:32
30
მოკლედ ეს ხახოლიზაცია არ დასრულდა?რა გაახურეთ საქმე.იმ ჩემპიონატზე სულ იმაზე ფიქრობდნენ დოპინგის ქვეშ მყოფი ზელია რას იბოდიალებდა,ამოუვიდა ყველას ყელში მისი წუწუნი.საცოდავი ზელია,ეტყობა რამდენ ხანს ადგენდა ტექსტს რომ წაეკთიხა,მაგრამ ვერ მიართვეს,ეტყობა გაიფიქრაააა,ოსკარი ხომ გადმომცესო,ეგება მსოფლიო თასსაც გამოვკრა ხელიო.
1111111
21 დეკემბერი 2022 12:28
33
ისე არ მოხდეს ახლა კომენტარის ავტორები უფრო პრორუსები იყოთ
xmali
21 დეკემბერი 2022 11:58
18
ექსპერტის კომენტარია,მიმიქარავს ხუხაშვილი :))))))
ადამიანი
21 დეკემბერი 2022 13:25
5
მოხდა და ეგაა
მიჩინიო
21 დეკემბერი 2022 13:14
5
ძალიანაც კარგი რომ არ დაუშვეს
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
21 დეკემბერი 2022 11:43
53
Сергей რომ ხარ და თანაც Палкин ,ჰოდა ფიფას რომ პრორუსულს დაუძახებ ;)
ადამიანი
21 დეკემბერი 2022 11:29
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული