ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები - გიკვირთ, რატომ იბრძვიან ასე არგენტინელები მესისთვის?

AutoSharing Option
დღეს ერთი წელი გავიდა, რაც არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

36-წლიანი პაუზის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ერთხელ კატარში იზეიმა. "ალბისელესტემ" თამაში მძიმედ დაიწყო, 1:2 დამარცხდა საუდის არაბეთთან, შემდეგ კი 6 ფინალის ტოლფასი შეხვედრა მოიგო და ნანატრი ტიტულიც დაიმსახურა.

ყველამ დაინახა, როგორ იბრძოდნენ არგენტინელი ფეხბურთელები მესისთვის... ისმის ლოგიკური შეკითხვა, რატომ?

16 წლის წინ მუნდიალზე 19 წლის მესის დებიუტი შედგა. ამ დროს თითქმის ყველა "ალბისელესტელი" ფეხბურთელი ბავშვი იყო - ალვარესი 9 წლის, მაკ ალისტერი - 8,
რომერო - 8, მოლინა - 8, ენცო - 5, ლაუტარო მარტინესი - 9, ლისანდრო მარტინესი - 8...

16 წლის წინ ახალგაზრდა, გრძელთმიანმა შემტევმა ოცნებისკენ სვლა დაიწყო, დღევანდელი ნაკრების ვარსკვლავები კი სკოლაში სწავლობდნენ. ყველა მათგანი ხედავდა, როგორ იბრძოდა და არ გამოსდიოდა ნანატრი მუნდიალის მოგება... რის შემდეგაც დაისახეს მიზანი და აასრულეს კიდევაც. საკუთარი თვალით აკვირდებოდნენ პატარა, მორიდებული ბიჭის განვითარების გზას, თუ როგორ მიისწრაფოდა დიდებისკენ, იპყრობდა სიმაღლეებს და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ისტორიაში საუკეთესო ეპოქალურ ფეხბურთს გვთავაზობდა.

სწორედ მაშინ დაისახეს მიზანი, ოცნება, რომ ეთამაშათ ისე, როგორც ამას მათი ქვეყნის დიდებული ვარსკვლავი აკეთებდა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი დახმარებოდნენ ლეოს ნანატრი ტიტულის მოგებაში...

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რა ხდება, როცა მესის წინააღმდეგ უხეშად თამაშობენ - მთელი არგენტინის ნაკრები მის დასაცავად მირბის, რადგან ლიდერის, ყველაფრის სულისჩამდგმელის წინააღმდეგ უხეშობა, პატარა ტკივილიც კი უნთებს იმ გრძნობას, რასაც ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული სიყვარულისას გრძნობს. მესი მათთვის ძვირფასი საგანძურია და ასეც აღმოჩნდა... კარიერის მიწურულს, ბოლო მუნდიალზე, ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს ოცნება აესრულებინა და მსოფლიო პირველობის თასი სამშობლოში ჩაეტანა.

სწორედ მათი დახმარებით შევიდა ლეო იმ ფორმაში, საიდანაც ტიტული ყველაზე ახლოდან მოჩანდა. "ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები"...

მკითხველის კომენტარები / 27 /
ლეო თავისი ხასიათითაც უყვართ! ბრავო არგენტინელ მებრძოლ ბიჭებს, მაგარი ფეხბურთისთვის!
თემო
24 დეკემბერი 2022 14:55
2
საერთოდ გუნდში, პარადი მიყავს კაპიტანს! "როგორც ეპყრობი სხვას, ისე გეპყრობიან შენც". ფაქტი სახეზეა, რომ ლეო თანაგუნდელებს უყვართ და პატივს სცემენ.
სტატია ძალიან მომეწონა!
24 დეკემბერი 2022 18:18
0
კარგი სტატიაა და სამაგლითოა, იმედია კვარაცხელია გახდება საქართველოს მესი და მას მხარში დაუდგებიან დანარჩენები და ავლენ დიდ სიმაღლეებზე.
ფეოლა
24 დეკემბერი 2022 21:48
5
კარგი სტატიაა
მურმანი
24 დეკემბერი 2022 13:41
1
დიდებულია დიდების აღწერა
შალვა
24 დეკემბერი 2022 16:06
1
ამ მუნდიალზე მესიმ ჩადო თავისი მაქსიმუმი და დამსახურებულადაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის ტიტული! ნუ ამაზე უკვე ანტი მესისტები თვალს ვერ დახუჭავენ. მაგრამ დარჩათ ერთი "არგუმენტი, თავიანთი ჭკუით კოზირი", რომ მესიმ მოისყიდა ფიფა, შეიხები, ყატარი, მსაჯები და ლამის მთელი მსოფლიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეს თქვენი შეთქმულების თეორია, ცილდება უკვე ყველანაირ ზღვარს! გინდათ თუ არ გინდათ უნდა შეეგუოთ, რომ მუნდიალი მოიგო მეგობრულმა ნაკრებმა!
მამუკას
25 დეკემბერი 2022 16:18
2
2 penalti daudo. 82 cutamde karisken saertod ar daurtkams frangebs da kide msajma moagebiao. Ramxela xixoa zogierti
Tete
26 დეკემბერი 2022 10:51
4
აი ამას რომ ვერ დაინახავს ადამიანი იმას არცუნდა აყურებინო არასდროს ფეღბურთი,
ჯერ იყოდა ცოტა აკლდა არგენტინას ჯგუფში ჩარჩენასთან მერე ფინალამდე რამდენი წვალებით და წამებით ძლივს გავიდნენ მერე კიდე ფინალში ისე სასწაულად ითამაშეს ფრანგები 70 წუთით საერთოდ გააქვრეს და კიდევ ვირაც ადგება და იტყვის ძალით შეტენეს არგენტინასო... უბრალოდ მაგარი ტეხავს ასეთი აზროვნება თორე არგენტინას და მესის ჩვენ რას დავაკლებთ ...
HK
18 დეკემბერი 2023 13:53
1
რა მაინტერესებს იცით? სულ რატომ მუსირებს ის აზრი, რო ლეომ "მოისყიდა" ფიფაც და ლამის მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროც?! თუ ამ ყოვლად სულელურ აზრს გავყვებით, მაშინ სხვებმაც რატომ არ "მოისყიდა", იგივე ფიფაც და შეიხებიც? მაგ: როლანდომ და მპაბემ? როლანდო მილიარდელია და არ გაუჭირდებოდა, მპაბეს გუნდის პრეზიდენტი შეიხია და მითუმეტეს, მაგას უფრო გაუადვილდებოდა მსაჯების და მთლიანად ყატარის გადმობირება, მე მგონი ხვდებით ხო, არალოგიკურობას რასაც ანტი მესისტები ავრცელებენ? არგენტინამაც და ლეო მესიმ სრულიად დამსახურებით მოიგეს ეს მუნდიალი!
გია
18 დეკემბერი 2023 14:38
0
მესის ბოლო ჩემპიონატი რატომ არის ვერ ვიგებ, 39 წლის ასაკში რომ წაიყვანონ მესი ჩემპიონატზე რა პრობლემაა?! რათქმაუნდა ვეღარ იქნება იმ ფორმაში რასაც მიგვაჩვია,მაგრამ ბევრი მიზეზია რატომაც შეიძლება წაიყვანონ მსოფლიოზე,ამიტომ ნუ გიყვართ ზოგიერთი ქართველი კომენტატორივით წინასწარ პროგნოზის გაკეთება,თორემ თქვენც შეირცხვენთ თავს.მე დარწმუნებული ვარ თუ ლეოს რამე სერიოზული ტრავმა არ ექნება შემდეგ მსოფლიოზე ითამაშებს და ამას გაგახსენებთ 2026 წელს.
საქართველო
25 დეკემბერი 2022 06:04
3
აი სტატია. გინდ დაიჯერეთ გინდ არა სამჯერ წავიკითხე დღეს. აი სტატია და აი დიდი ამბავი მოკლედ გადმოცემული სადაც მთელი დრამა და სიხარულია. ავტორს დიდი პატივისცემა
zura
19 დეკემბერი 2023 01:14
0

სიახლეები პოპულარული