მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინასთან დამარცხების შემდეგ, ფრანგმა გულშემატკივრებმა ფინალის გადათამაშება მოითხოვეს. ისინი ვერ ეგუებიან მარცხს და თვლიან, რომ წაგებას არ იმსახურებდნენ.
საპასუხოდ არგენტინელებმა სპეციალურ საიტზე (Change.org) პეტიცია შექმნეს - "საფრანგეთო, გეყოფა ტირილი", რომელსაც უკვე ასეულობით ათასმა ქომაგმა მოაწერა ხელი.
"მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჩვენი გამარჯვების მერე ფრანგებმა ტირილი ვერ დაასრულეს, ჩივილი და არგენტინას ჩემპიონად არ მიიჩნევენ.
ეს პეტიცია იმაზეა, რომ ფრანგებმა ტირილს თავი დაანებონ და აღიარონ - მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა, ხოლო მბაპე მისთვის შვილივითაა".
ეს პეტიცია იმაზეა, რომ ფრანგებმა ტირილს თავი დაანებონ და აღიარონ - მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა, ხოლო მბაპე მისთვის შვილივითაა".