ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის აზრით, არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარნენ.

არგენტინამ მეოთხედფინალში ნიდერლანდებს სძლია, ფინალში კი - საფრანგეთს.

"მართალი გითხრათ, ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა. თუ ვნახავთ, როგორ გაიტანა გოლები არგენტინამ და როგორ გავიტანეთ ჩვენ, ზოგიერთი არგენტინელი როგორ გადადიოდა ზღვარს და არ დასაჯეს, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.

მხედველობაში მაქვს, რასაც ვლაპარაკობ. მესი მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო? დიახ, მე ასე ვფიქრობ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
მესის გენიალური საგოლე პასი რაც შეუსრულათ მაგ თამაშში ეგეც დაგეგმილი იყო
Riquelme.10
02:17 06-09-2023
5
წინასწარ განსაზღვრული არაფერი ყოფილა,მაგრამ დიდი მხარდაჭერა რომ ქონდა არგენტინას ამ ჩემპიონატზე მსაჯების მხრიდან ეს აშკარაა,ყველაზე მეტი პენალტი დაუდეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაფერს რომ თავი დაანებო.თუნდაც იგივე ჰოლანდიასთან ხელით რომ ჩამოხსნა ბურთი,ასეთი რამ ნებისმიერ ჰოლანდიელს რომ გაეკეთბინა აუცილებლად გააძევებდნენ,მესის კი ყვითელიც არ მისცეს.ამაზეა საუბარი,თორემ პენალტების სერიას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს.ვან გაალი კი ლეგენდარული მწვრთნელია.ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშა,ორივეჯერ სუსტი ჰოლანდია და პენალტებამდე თამაში არ წააგო 12 მატჩში.მესის კი წელსაც შეიძლება მისცენ ოქროს ბურთი,რაც სამარცხვინო იქნება.
Master
13:46 06-09-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული