ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენსმა Netflix-ზე გამოსულ ფილმში, სახელწოდებით "მსოფლიო კაპიტნები", იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ლიონელ მესიმ 2022 წლის მუნდიალის 1/4-ში გატანილი გოლი ნიდერლანდების წინააღმდეგ განსაკუთრებულად ემოციურად აღნიშნა.
"ვან გაალმა, ფაქტობრივად, რიკელმეს კარიერა "ბარსელონაში" დაანგრია, ის კი მესის კუმირი იყო.
მის ხელში არგენტინელი "ბლაუგრანაში" ვერ ათამაშდა. შემდეგ იჯარით "ვილიარეალში" გაუშვეს და ბოლოს ამავე კლუბს მიჰყიდეს.
როდესაც რიკელმე "ბარსელონას" მაისურით იტანდა, მწვრთნელის მისამართით ამ ჟესტს აჩვენებდა. მესიმაც ახლა სწორედ ეს გააკეთა და ვან გაალს რიკელმეს გამო ერთგვარი სამაგიერო გადაუხადა", - აღნიშნა ლორენსმა.
11:14 05-01-2024
ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამ ჩემოიონატზე ყველაზე მებრძოლი გუნდი, არგენტინის ნაკრები იყო! და დამსახურებულადაც აწიეს თასი.
28
6
ეს მს. ჩემპიონატი არასოდეს დამავიწყდება, რადგანაც არგენტინის ნაკრებმა აჩვენა ძალიან კარგი ფეხბურთი! რაც შეეხება ლეო მესის აშკარად ეტყობოდა, რო იყო დაგეშილი გამარჯვებისთვის და თავის გუნდთან ერთად მიაღწიეს კიდევაც! ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ერთ გუნდად იყო შეკრული, ვერავის გამოყვობ ,ყველამ თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ წარმატებაში! ლეოს ჟესტი, ვან გაალის მისამართით? მე მომეწონა და სხვისი არ ვიცი!
12
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული