ნეიმარი: აქ უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში

AutoSharing Option
საფრანგეთის პირველობის მე-2 ტურში "ტულუზასთან" 6:2-ზე მოგებულ მატჩში დუბლის შემსრულებელმა პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა, "ეკიპს" განუცხადა, რომ ახალ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს:

"ვერ გავიგე მეორე გოლი როგორ გავიტანე, მაგრამ მთავარია გავიტანე! აქ უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. ჩვენს გუნდს ბრაზილიური სტილი აქვს და ეს ინტეგრაციას მიადვილებს. თანამემამულეების დანი ალვეშისა და მარკინიოსის აქ ყოფნა კი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სულ ვეხუმრებით ერთმანეთს.

"პარკ დე პრენსზე" ატმოსფერო მომეწონა. "პარი სენ ჟერმენს" მაგარი ქომაგები ყავს, ბოლომდე
გვიგულშემატკივრეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული