მას მერე, რაც ნეიმარი და კილიან მბაპე "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდნენ, პსჟ-ს საკლუბო მაისურების გაყიდვამ 75%-ით მოიმატა. პსჟ-ს ოფიციალურ მაღაზიებში ერთი თვის განმავლობაში ნეიმარის 120 ათასი მაისურა გაიყიდა. ახლა იმას შიშობენ, რომ პსჟ ვერ შეძლებს უახლოესი ორი თვის განმავლობაში ნეიმარის 10-ნომრიანი მაისურებით მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"