პსჟ: ჩხუბი მილიონისთვის

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელებს - ნეიმარსა და ედინსონ კავანის შორის გასახდელში მოხდა კონფლიქტი, რომელიც კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. საბედნიეროდ, საქმეში დროულად ჩაერია ტიაგო სილვა და ფეხბურთელები გააშველა.

ჩხუბის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ლიგა 1-ის ბომბარდირის ტიტულისთვის დაწესებული ბონუსი.

კავანის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას ეკუთვნის მილიონ ევროზე მეტი, თუ ჩემპიონატში ყველაზე მეტ გოლს გაიტანს. სავარაუდოდ, ასეთივე პუნქტი არსებობს ნეიმარის ხელშეკრულებაში. ამიტომაც არის მოთამაშეებს შორის უთანხმოება და გაურკვევლობა მინდორზე ჯარიმებისა და პენალტების შესრულებაზე, - წერს ავტორიტეტული გამოცემა
L’Equipe-ი.

ადრე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ის შემადგენლობაში ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტული, რის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული