ლიგა 1. XXVI ტურის წინ: პარიზში შური უნდა იძიონ...

AutoSharing Option
მადრიდში დამარცხებული "პარი სენ-ჟერმენი" ფრანგულ რეალობას უბრუნდება.

შინაურ პირველობაზე უნაი ემერის გუნდს პრობლემა არა აქვს და ჰანდიკაპიც საკმაოდ დიდი აქვს, თუმცა ეს ტური ამ გუნდისთვის მაინც ძალზე მნიშვნელოვანია.

პსჟ-მა უნდა დაამტკიცოს, რომ "რეალთან" ბოლო წუთებზე მოდუნება და წაგება არ იყო დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა, თანაც, "სტრასბური" ის გუნდია, რომელმაც პარიზელებს სეზონში პირველი მარცხი აგემა - დეკემბრის დასაწყისში 2:1 მოუგო. ასე რომ, "პარი სენ-ჟერმენს" შურიც აქვს საძიებელი.

დღეს ჩემპიონი "მონაკო" "დიჟონს" მასპინძლობს. "მონაკო" "ლუი მეორეზე" საოცრად თამაშობს და ახლაც მთავარი ფავორიტია.

"მარსელი"
გუსტავო პოიეტის "ბორდოს" მასპინძლობს, ხოლო "ლიონი" ქვეყნის ჩრდილოეთში "ლილს" ეწვევა.

ფაქტები
  • "მონაკომ" ლიგა 1-ში 31 საშინაო მატჩიდან 27 მოიგო.
  • პსჟ-მა ბოლო 12 საშინაო მატჩი მოიგო, თანაც, სულ მცირე, 2-გოლიანი უპირატესობით.
  • ბოლო 7 ტურში "მარსელს" სულ მცირე, 2-2 გოლი გააქვს.
  • პსჟ-მა "სტრასბურს" ბოლო 7 საშინაო დაპირისპირება მოუგო.
  • "მონაკოს" ბოლო 35 საშინაო მატჩიდან 31-ში სულ მცირე, 2-2 გოლი გაჰქონდა.
  • "დიჟონმა" ბოლო 6 მატჩი წააგო სტუმრად ლიგა 1-ში.
  • "მარსელმა" ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6 მოიგო.
  • ბოლო 4 ტურია, რაც "ბორდო" იმარჯვებს.
  • "ლიონის" წაგებების სერია 3 მატჩია, რაც გრძელდება.
  • "ნიცამ" წააგო 3 მატჩი ზედიზედ.

ლიგა 1. XXVI ტური
პარასკევი, 16 თებერვალი
მონაკო-დიჟონი 23:45

შაბათი, 17 თებერვალი
პსჟ-სტრასბური 20:00
ამიენი-ტულუზი 23:00
ანჟერი-სენტ ეტიენი 23:00
კაენი-რენი 23:00
მონპელიე-გენგამი 23:00
ტრუა-მეცი 23:00

კვირა, 18 თებერვალი
ნიცა-ნანტი 18:00
ლილი-ლიონი 20:00
მარსელი-ბორდო 23:59

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 25 21 2 2 76-17 65
2. მონაკო 25 16 5 4 60-26 53
3. მარსელი 25 15 7 3 55-29 52
4. ლიონი 25 14 6 5 54-30 48
5. ნანტი 25 11 5 9 26-26 38
6. მონპელიე 25 9 10 6 23-20 37
7. ბორდო 25 10 5 10 32-34 35
8. რენი 25 10 4 11 30-33 34
9. ნიცა 25 10 4 11 31-37 34
10. გენგამი 25 9 6 10 25-32 33
11. კაენი 25 9 4 12 18-28 31
12. დიჟონი 24 9 4 11 36-48 31
13. სტრასბური 25 8 6 11 30-42 30
14. სტ. ეტიენი 25 8 6 11 26-40 30
15. ტულუზი 25 7 5 13 22-33 26
16. ლილი 25 7 5 13 23-39 26
17. ამიენი 25 7 4 14 22-30 25
18. ანჟერი 25 5 10 10 27-38 25
19. ტრუა 24 7 3 14 23-34 24
20. მეცი 25 5 3 17 23-46 18

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ), 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული