კილიან მბაპე შესაძლოა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ შესაძლოა გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი "ნიმთან" (4:2) შეხვედრაში 19 წლის ფრანგის გაძევების მომენტია.

მბაპემ მეტოქე გუნდის მცველს, ტეიო სავანიეს უხეში თამაშის გამო ხელი ჰკრა.

სადისციპლინო კომიტეტი საქმის ვითარებას შეისწავლის და სასჯელის სახით შესაძლოა მბაპე ლიგა 1-ის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ჩემპიონატში კარგი სტარტი აქვს. მათ 4 მატჩიდან ოთხივე მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვიჩა და სოსოს კომენტარებს რომ წაიკითხავ მიხვდები რატომაა საქრთველოში ფეხბურთი ამ დონეზე
irakli
05 სექტემბერი 2018 01:27
0
ირაკლი,გაძევევებას რა თქმა უნდა იმსახურებდა მბაპე,მაგაში გეთანხმები,ემოციურად გამომივიდა,მაგრამ როცა გცემენ,შენ თუ თავი არ დაიცავი,რაღა კაცი ხარ?დაწოლილიყო ნეიმარივით და გორაობა დაეწყო?ამ ბიჭს ღირსების გრძნობა ჰქონია და დიდი ფეხბურთელი გახდება.ზიდანის მო მომენტიც გაიხსენე.დისკვალიფიკაციას მაინც არ მივცემდი,პირდაპირ გაძევებაზე 2 მატჩია და საკმარისი იქნებოდა.
სოსო
06 სექტემბერი 2018 09:20
0
არ არი მსაჯი მართალი, ყველაზე დიდი დიდი ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენა და მეტი არაფერი.
ხვიჩა
04 სექტემბერი 2018 19:02
0
მსაჯი ესეთი უნდა.მატჩის ბედი გადაწყვეტილია,ბოლო წამებზე კაცს სრულიად წინასწარგანზრახვით სცელავენ და ხელი რატომ შეუბრუნაო ჯერ ხომ აძევებენ,ახლა დისკვალიფიკაციასაც ჰპირდებიან
სოსო
04 სექტემბერი 2018 12:42
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული