ლიგა 1. VI ტური: პსჟ-ის ექვსიდან ექვსი!

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" კვლავ უდანაკარგოდაა - 6 თამაშიდან 6 მოგება. აღსანიშნავია, რომ "რენთან" გუნდს ბელგიელმა მცველმა მონიემ მოაგებინა, რომელმაც 1:1-ზე წინ გაიყვანა პარიზული კლუბი, შემდეგ კი მანვე საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

"ლიონისა" და "მარსელის" დაპირისპირებაში 6 გოლი, გაძევება და ნამდვილი დრამა ვიხილეთ. ამით "ლიონი" ქულებით გაუთანაბრდა "მარსელს". აი, პსჟ-ის კიდევ ერთი კონკურენტი "მონაკო" კი კრიზისშია.

ფაქტები
  • "მონაკომ" ამ სეზონში პირველ ტაიმებში პირველი გოლი გაიტანა.
  • "ლილისთვის" საწყის 6 ტურში 13 ქულა საუკეთესო სტარტია ლიგა 1-ში.
  • "ლილმა" ლიგა 1-ში ბოლო 5 საშინაო მატჩი ისე მოიგო,
    თითოში, სულ მცირე, 2 გოლი გაჰქონდა.
  • "მონპელიემ" შინ 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
  • "მარსელმა" ბოლო 8 ტურში 4 პენალტი გაუშვა.
  • ბერნარ ტრაორემ (ლიონი) ბოლო 13 თამაშში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 2 პასი).
  • დიმიტრი პაიემ (მარსელი) ბოლო 14 მატჩში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 9 პასი).
  • "გენგამი" 2010 წლის მერე პირველი გუნდია, რომელმაც ლიგა 1-ში სტარტზე 6 მატჩი წააგო. მაშინ იყო "არლ-ავინიონი".
  • პსჟ-ს 6 ტურში 20 გოლი აქვს, თუმცა ეს შარშანდელ მაჩვენებელს 1 გოლით ჩამორჩება.
  • ანხელ დი მარიამ (პსჟ) ლიგა 1-ში საჯარიმოს გარედან 11 გოლი გაიტანა.

ლიგა 1. VI ტური
მონაკო-ნიმი 1:1
გოლები: 0:1 ბრიანკონი (19), 1:1 ფალკაო (27)

ლილი-ნანტი 2:1
გოლები: 1:0 ჟოზე ფონტე (10), 2:0 იკონე (68), 2:1 კ. კულიბალი (82)

მონპელიე-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 ლაბორდი (35)

სტ. ეტიენი-კაენი 2:1
გოლები: 0:1 ფახრი (31), 1:1 ხაზრი (48-პენ), 2:1 კოლოძეიჩაკი (65)

სტრასბური-ამიენი 3:1
გოლები: 0:1 კრაფტი (45+1), 1:1 ლალა (48), 2:1 კორგნე (66), 3:1 ადენონი (86-საკ. კარში)

რენი-პსჟ 1:3
გოლები: 1:0 რაბიო (11 ს.კ.), 1:1 დი მარია (45), 1:2 მონიე (61), 1:3 ჩუპო-მოტინგი (83)
პსჟ (4-3-3): ბუფონი - მონიე (87. კეჰრერი), მარკინიოსი, კიმპემბე, ბერნატი - ვერატი (78. ჩუპო-მოტინგი), რაბიო, დი მარია - დრაქსლერი, კავანი, ნეიმარი (91. ნკუნკუ)

გენგამი-ბორდო 1:3
გოლები: 0:1 კამანო (53), 1:1 ტურამი (70), 1:2 კარამო (80), 1:3 დე პრევილი (94)

ლიონი-მარსელი 4:2
გოლები: 1:0 აუარი (27), 1:1 ტოვენი (39), 2:1 ბ. ტრაორე (51), 3:1 ბ. ტრაორე (60), 4:1 ფეკირი (74-პენ), 4:2 ნ"ჟიე (82)
გაძევება: კალეტა-კარი (83. მარსელი)

რეიმსი-დიჟონი 0:0

ანჟერი-ტულუზი 0:0

ბომბარდირები: 6 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური
25 სექტემბერი: მონაკო-ანჟერი, ნანტი-ნიცა, ტულუზი-სენტ ეტიენი
26 სექტემბერი: ამიენი-რენი, ბორდო-ლილი, კაენი-მონპელიე, დიჟონი-ლიონი მარსელი-სტრასბური, ნიმი-გენგამი, პსჟ-რეიმსი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული