ლიგა 1. VII ტურის წინ: მბაპეს გარეშეც შესაძლებელია...

AutoSharing Option
მთავარი ფრანგული ლიგის უპირველესი ინტრიგა უცვლელი რჩება - ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტიას იძლევა. ისე ჩანს, ამ პოზიციისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება.

"პარი სენ-ჟერმენი" კი ჯერჯერობით უკონკურენტოა და ამ ტურში ზედიზედ მე-7 გამარჯვებას გეგმავს ლიგა 1-ში აღზევებულ "რეიმსთან". თომას ტუხელის გუნდს ეს არც დისკვალიფიცირებული კილიან მბაპეს გარეშე უნდა გაუჭირდეს.

ფაქტები
  • "მონაკოსა" და "ანჟერს" 2013 წლის შემდეგ არ უთამაშიათ ფრედ.
  • "მონაკომ" ლიგა 1-ის ბოლო 4 მატჩში შეძლო "ანჟერის" დამარცხება.
  • "მონაკოს" არ მოუგია ბოლო 5 მატჩი (3 ფრე, 2 წაგება).
  • "ლილმა" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო (1 წაგება).
  • "ტულუზს" და "მონპელიეს" არ წაუგიათ უკანასკნელი 5 მატჩი (3 მოგება, 2 ფრე).
  • "ლიონსა" და "დიჟონს" შორის ლიგა 1-ის ბოლო 6 მატჩში 32(!) გოლი გავიდა - საშუალოდ 5,3 გოლი მატჩში.
  • "სტრასბურს" არასოდეს მოუგია "მარსელთან" საგარეო მატჩი.
  • "კაენსა" და "მონპელიეს" შორის ლიგა 1-ის ბოლო 4 მატჩიდან 4-ვე "მონპელიემ" მოიგო.

ლიგა 1. VII ტური
სამშაბათი, 25 სექტემბერი
მონაკო-ანჟერი 21:00
ნანტი-ნიცა 21:00
ტულუზი-სტ. ეტიენი 23:00

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
ამიენი-რენი 21:00
ბორდო-ლილი 21:00
კაენი-მონპელიე 21:00
დიჟონი-ლიონი 21:00
მარსელი-სტრასბური 21:00
ნიმი-გინგამი 21:00
პსჟ-რეიმსი 23:00

ბომბარდირები: 6 - ფლორან ტოვენი (მარსელი); 4 - ნეიმარი (პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი), კილიან მბაპე (პსჟ), ფრანსუა კამანო (ბორდო), ბერტრან ტრაორე (ლიონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული