ნეიმარი: მბაპე ფენომენია, ფეხბურთი მისით მადლიერი უნდა იყოს

AutoSharing Option
"ლიონთან" (5:0) 13 წუთში შესრულებული პოკერის შემდეგ ნეიმარი კილიან მბაპეს შესახებ დადებით სიტყვებს არ იშურებდა.

მისი თქმით, მისი შვილი 19 წლის ფეხბურთელის ფანია.

"ჩემს შვილს მბაპე ძალიან უყვარს. ვარჯიშზე როცა მოვიყვანე, მთელი დღე მასზე საუბრობდა. კილიანთან ფოტოს გადაღება უნდოდა, რათა მეორე დღეს სკოლაში კლასელებისთვის ეჩვენებინა. მბაპე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გუნდი მას პატივს სცემს. როცა ის რაღაცას ამბობს, ჩვენ მას ვუსმენთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისაა. ჩემთვის ის ფენომენია. მას მეტი გოლის გატანაც შეეძლო. დარწმუნებული ვარ, ასე თამაშს გააგრძელებს.
ფეხბურთი მისით მადლიერი უნდა იყოს" - განაცხადა ნეიმარმა.

კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა ბოლო 45 წლის განმავლობაში, ვინც ასე სწრაფად მოახერხა პოკერის შესრულება საფრანგეთის ჩემპიონატში.

altლიგა 1. IX ტური: მბაპეს პოკერი 13 წუთში! [VIDEO]

altპსჟ-მ "ლიონი" გაანადგურა, კილიან მბაპემ პოკერი შეასრულა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული