ნეიმარმა ითამაშა, პსჟ-მა კილიან მბაპეს ჰეთ-თრიკით "მონაკო" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აპრილს, საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში პსჟ-მა სახლში 3:1 სძლია "მონაკოს" და ჩემპიონი გახდა.

ჰეთ-თრიკი თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შეასრულა. მან მიმდინარე პირველობის 26 მატჩში 30 გოლი გაიტანა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ეს მოახერხა.

ფორვარდი ნეიმარი 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მას ტრავმის გამო 23 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ "პარი სენ ჟერმენს" 3 ტურის წინ შეეძლო ოქროს მედლები მოეპოვებინა, მაგრამ ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო.

პარიზული გუნდი მერვედ გახდა ჩემპიონი, უკანასკნელ 7 სეზონში კი ტიტული მეექვსედ მოიგო.

პარიზი. "პარკ დე
პრენსი". 34 300 მაყურებელი
პსჟ-მონაკო 3:1
გოლები: 1:0 მბაპე (15), 2:0 მბაპე (38), 3:0 მბაპე (55), 3:1 გოლოვინი (80)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კილიან არსად დაგეკარგოს შენი რეალი, როგორ გახვედით არა? ჩ-ლიგაზე ორივე?
????
08:06 22-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული