კილიან მბაპე პსჟ-ში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ფრანგ თავდამსხმელ კილიან მბაპეს გარკვეული სახის უკმაყოფილებები აქვს კლუბთან და მთავარ მწვრთნელთან. როგორც Le Parisien-ი გადმოსცემს, მბაპეს არ მოსწონს, რომ ტუხელი პსჟ-ის მთავარ ვარსკვლავად ნეიმარს თვლის.

ამასთანავე, ახალგაზრდა შემტევი 160 000 ევროთი დააჯარიმეს წინასამატჩო შეკრებაზე დაგვიანების გამო. მას მიაჩნია, რომ ნეიმარის წინააღმდეგ მსგავს სანქციას არ გამოიყენებდნენ.

ადრე სხვადასხვა გამოცემა წერდა, რომ მბაპეს ცენტრალურ თავდამსხმელად უნდა თამაში. ასევე, მოითხოვს, რომ კლუბში მის აზრს ითვალისწინებდნენ, განსაკუთრებით, ტრანსფერებთან დაკავშირებით. მბაპე საკუთარ თავს გუნდისა და ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად თვლის და შესაბამის პატივისცემას ითხოვს.

დღეისთვის,
20 წლის შემტევი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში მეორე ადგილს იკავებს 32 გატანილი გოლით. ლიგაში 1 თამაში აქვს დარჩენილი, თუმცა 4 გოლის გატანა სჭირდება, რომ მესის დაეწიოს. სწორედ არგენტინელი ვარსკვლავი არის "ოქროს ბუცის" მოგების მთავარი პრეტენდენტი.


მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ლაწირაკს როგორ აქვს თავში ავარდნილი? ამ დროს მესის არასოდეს ქონია განდიდების მანია! სუპერ ვარსკვლავია და როგორი თავდაბალია. დანარჩენები რაღაც ბურთებს გაიტანენ და უკვე ვარსკვლავები გონიათ თავები, ხოდა ეგ ღუპავთ ესეთებს. მესი ხომ არის და არის მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ მის პოპულარობსაც განაპირობებს მისი ხასიათიც და ადამიანური თვისებებიც! ამიტომაც გვიყვარს და ვაფასებთ.
ქართველი1
18:57 21-05-2019
6
ნეიმარის ნახევარიც არ არის))) ნეიმართან შედარებით ბევრად უკლასო ფეხბურთელია.

ეს მომენტებს აფუჭებს ნეიმარი 10დან 1ს არ გააფუჭებს ეგეთს

ტექნიკაზე და მოედნის ხედვაზე ლაპარაკი აღარ მაქვს))
Tbiliseli
18:29 21-05-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული