პსჟ-მ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი უფასოდ აიყვანა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ანდერ ერერა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ორიოდე დღის წინ დაუსრულდა, პსჟ-ს რიგებში იასპარეზებს - ამის შესახებ ფრანგული გრანდის ვებგვერდი იუწყება.

ერერამ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და დედაქალაქელთა რიგებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ესპანელი ნახევარმცველი "იუნაიტედს" 2014 წელს "ბილბაოდან" შეუერთდა და 5 წლის განმავლობაში 189 მატჩი ჩაატარა, სადაც 20 გოლითა და 27 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ერერა "იუვენტუსში" გადასული ადრიენ რაბიოს შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ტურინულ კლუბს ასევე უფასოდ შეუერთდა.

altადრიენ რაბიო "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული