კეილორ ნავასი პსჟ-ს შეუთანხმდა - არეოლა "რეალში" გადავა?

AutoSharing Option
ფრანგული La Nación-ის ცნობით, "რეალის" მეკარე კეილორ ნავასის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია.

ნავასს არ აწყობს "ბლანკოსში" ტიბო კურტუას დუბლიორობა და გუნდის მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ამის შესახებ უთხრა. ზიდანს არ უნდა მისი გაშვება, მაგრამ შექმნილ ვითარებაში სხვა გზა არა აქვს, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ნავასმა კონტრაქტის პირობები შეათანხმა პსჟ-სთან და 29 აგვისტოს შეიძლება მისი წევრი გახდეს. ის ხვალ პარიზში მედშემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად აპირებს ჩასვლას.

არაა გამორიცხული, "რეალში" პსჟ-ის მეკარე ალფონს არეოლა გადავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რიგრიგობით მაინც ეთამაშებინათ, არაა კარგი საქმე ანის გაშვება.
emigranti
00:28 29-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული