ფრანგული La Nación-ის ცნობით, "რეალის" მეკარე კეილორ ნავასის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია.
ნავასს არ აწყობს "ბლანკოსში" ტიბო კურტუას დუბლიორობა და გუნდის მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ამის შესახებ უთხრა. ზიდანს არ უნდა მისი გაშვება, მაგრამ შექმნილ ვითარებაში სხვა გზა არა აქვს, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ნავასმა კონტრაქტის პირობები შეათანხმა პსჟ-სთან და 29 აგვისტოს შეიძლება მისი წევრი გახდეს. ის ხვალ პარიზში მედშემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად აპირებს ჩასვლას.
არაა გამორიცხული, "რეალში" პსჟ-ის მეკარე ალფონს არეოლა გადავიდეს.