პსჟ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"მილანის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს, - ამ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, პარიზელებს უნდათ კეილორ ნავასს კონკურენცია შეუქმნან და ამისათვის იტალიელი ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ.

"მილანს" დონარუმასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა თავისი კლიენტისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას მოითხოვს.

პსჟ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება და მზადაა დონარუმასა და რაიოლას ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

დონარუმას შეძენის შემთხვევაში "პარი სენ ჟერმენს" "რეალში განათხოვრებული ალფონს არეოლას გაყიდვა შეეძლება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰაჰჰაჰ პსჟ მ ლოგო გადსიკეთა და პარიზის რეალი გახდა დანკარას პონტში )
1111
11:25 16-03-2020
1
ისადაა.. რა რეალის ლოგო?

ისე, რაც შეეხება პსჟს ყველაზე "ბანძი" გრანდია ყველა მხრივ ევროპაში მე თუ მკითხავ. ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი რომ ვიყო და მარტო ფული არ მაინტერესებდეს, მაგათ წინადადებას ყველაზე ბოლოს განვიხილავდი.
გიო
06:49 16-03-2020
1

სიახლეები პოპულარული