საფეხბურთო კლუბ "რეიმსის" ექიმმა ბერნარ გონსალესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - იტყობინება "პარიზიენი".
60 წლის გონსალესი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და თვითიზოლაციაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
რეიმსის მერმა არნო რობინემ, რომელმაც გონსალესის გარდაცვალება გამოაცხადა, უარი თქვა მის მიერ დაწერილი წერილის შინაარსის გამჟღავნებაზე. თუმცა, გამოცემის მტკიცებით, ექიმმა წერილში დაწერა, რომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება COVID-19-ით დაავადების გამო მიიღო.

გონსალესი "რეიმსში" 20 წელი მუშაობდა.
"სიტყვები არ მყოფნის, ამ ამბავმა გამაოგნა. ის ცნობილი პიროვნება და პროფესიონალი იყო. ჩემი პირადი ექიმიც იყო. ყველანი დამწუხრებულნი ვართ", - წერს "რეიმსის" საიტზე
კლუბის პრეზიდენტი ჟან-პიერ კაიო.
საფრანგეთში პანდემიის 90 087 შემთხვევაა დაფიქსირებული. 7 562 ადამიანი გარდაიცვალა.