"ნანტის"პრეზიდენტი: მუშას სამუშაოზე წასვლას ვაიძულებთ, პრივილეგირებულ ფეხბურთელს კი - არა

AutoSharing Option
"ნანტის" პრეზიდენტი ვალდემარ კიტა ამბობს, რომ საფეხბურთო სეზონი უნდა განახლდეს.

"ნორმალური ცხოვრება უნდა განვაახლოთ. ზოგიერთს სამუშაოზე წასვლა უწევს, დილის 5 საათზე ადგომა, მეტროთი მგზავრობა, რათა 1 200 ევრო გამოიმუშავოს. ამასთან, მათი უსაფრთხოება დაცული არ არის.

ფეხბურთელი, რომელიც უსაფრთხოების ყველა ზომით დაცულია, არ შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაოს? იმიტომ, რომ პრივილეგიები გააჩნია, რადგან თავის ჩაკეტილ სამყაროში ცხოვრობს? ეს არალოგიკურია.

მუშას რატომ ვაიძულებთ სამუშაოზე წასვლას, ფეხბურთელს კი - არა?", - განაცხადა კიტამ "პარიზიენისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 2 355 646 შემთხვევა დაფიქსირდა. 162
032 ადამიანი გარდაიცვალა, 604 615 გამოჯანმრთელდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული