საფრანგეთის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველ ნაბილ ფეკირს ესპანეთის დატოვება არ უნდა, - ირწმუნება "მარკა".
ფეკირი გასულ წელს "ლიონიდან" "ბეტისში" გადავიდა, ამ სეზონში კი 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფეკირი ამბობს, რომ გუნდის გამოცვლას არ აპირებს, თუმცა დაფიქრდება, თუ "რეალი" ან "ბარსელონა" მიიპატიჟებენ.
ფეკირის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა, ხოლო მისი პერსონით "მილანი", "არსენალი" და "ნიუკასლი" არიან დაინტერესებული.