ლიუკა ზიდანი "ბორდოში" აპირებს გადასვლას

AutoSharing Option
Le10Sport-ის ცნობით, "რეალის" მეკარე ლიუკა ზიდანი მალე შეიძლება "ბორდოში" გადავიდეს.

22 წლის ლიუკა ამჟამად "რეალიდან" "რასინგშია" განათხოვრებული, 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება და ფრანგულ კლუბს მისი უფასოდ ხელში ჩაგდების შესაძლებლობა ექნება.

სხვათა შორის, ლიუკას მამა, "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი "ბორდოში" 1992-96 წლებში თამაშობდა.

ამ სეზონში ლიუკამ 29 მატჩში 37 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული