ნეიმარმა მეტოქეს თავში მუშტი ჩაარტყა - მსაჯმა ჩხუბის გამო 97-ე წუთზე 5 ფეხბურთელი გააძევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში პსჟ სახლში 0:1 დამარცხდა "მარსელთან". გოლი 31-ე წუთზე ტოვენმა გაიტანა.

მსაჯმა 90+7-ე წუთზე შეხლა-შემოხლისა და ჩხუბისათვის ხუთი ფეხბურთელი გააძევა - ნეიმარი, კურზავა, პარედესი (პსჟ), ამავი, ბენედეტო (მარსელი). ნეიმარმა "მარსელის" მცველ გონსალესს თავში მუშტი ჩაარტყა. როგორც ირკვევა, გონსალესმა ნეიმარს უთხრა, რომ ეშმაკისეული შავია, ხოლო პარიზელთა ერთ-ერთ ფეხბურთელს ჭუჭყიანი მაიმუნი უწოდა.

"მარსელმა" 9 წლის შემდეგ პსჟ-ს პირველად სძლია. აქამდე პარიზულმა გუნდმა 20 შეხვედრიდან 17 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

"პარი სენ ჟერმენმა" ორივე სასტარტო მატჩი წააგო და პირველი
ტურის გამოტოვებულ შეხვედრას "მეცთან" 16 სექტემბერს ჩაატარებს.

შემადგენლობაში დაბრუნდნენ და ითამაშეს ნეიმარმა, პარედესმა და დი მარიამ, რომლებმაც მეორე ტურის მატჩი "ლანსთან" (0:1) კორონავირუსის გამო გამოტოვეს.

altნეიმარი: ვნანობ ჩემს საქციელს, იმ ნაბი....თვის ცხვირ-პირი უნდა დამელეწა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთ წაგებაზე გამოცვივდნენ. ესე გეშინიათ პსჟ_ს? 1 წლიან უთამაშებლობის პირობებზე და ლიდერების ტრამვებზე პსჟ შესუსტებული თამაშით ფინალში გავიდა. ათამაშდებიან და ყოველ წელს იქ იქნებიან. ვერც ბაიერნი და ვერც ვერავინ შეეწინააღმდეგება. პსჟ მომავალია!
იკა
15 სექტემბერი 2020 11:40
1
ნეიმარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ არაკაცია.
გიგა
14 სექტემბერი 2020 13:44
1
რას კოტრიალობთ, ფუ თქვენს უღირსებო დდშვც...
ვვვ
14 სექტემბერი 2020 12:48
0
მე მგონი პსჟ-ეს რეგრესი იწყება.
მილანი
14 სექტემბერი 2020 11:21
2
აი ეგრე! ეგ ორი და სხვა მრავალჯერ მარცხი. ეს ნეიმარი რას იჯგიმება.
ყოჩაღ მარსელ.
14 სექტემბერი 2020 08:58
1
დასაწყისშივე დიდი გაწევ გამოწევა იყო და მსაჯმა, ყველას დაუსჯელად გაუტარა.მთელი თამაში რამდენიმე კაცის კინკლაობაში გავიდა და მსაჯს რომ თავის დროზე მოეთოკა ფეხბურთელები,ასეთი დასასრული აღარ იქნებოდა.მოედანს რომ ტოვებდა,ნეიმარი რაღაცას ამბობდა რასიზმზე.
სოსო
14 სექტემბერი 2020 08:46
1
გააფუჭა ნარმანიამ ფეხბურთელები, მაგისგან ისწავლეს ალბათ მაიმუნო ვირიშვილოო
))
14 სექტემბერი 2020 08:31
4
რა ჩანს ამ ვიდეობში რეკლამის გარდა??? ცოტა მეტი პროფესიონალიზმი მოგეთხოვებათ...
კობა
14 სექტემბერი 2020 07:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული