"მარსელის" ბაზაზე გულშემატკივრებმა იერიში მიიტანეს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "რენთან" მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე "მარსელის" ფანებმა კლუბის ბაზაზე შეღწევა სცადეს.

რამდენიმე ასეული ფანი ბაზასთან მივიდა, ფოიერვერკების სროლა დაიწყეს და ხეს ხანძარი გაუჩნდა. შეტევა ნახევარი საათი გრძელდებოდა და პოლიციამ აღკვეთა.

უკმაყოფილების მიზეზი გუნდის უხეირო თამაშია - ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და უკანასკნელი 4 ზედიზედ წააგეს. ქომაგები კლუბის პრეზიდენტის, ჟაკ-ანრი ეიროს გადაყენებას ითხოვენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული