ოფიციალურად - მესი პსჟ-ის ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი თვდამსხმელი ლეო მესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ პარიზული კლუბი თავისი "ტვიტერით" იტყობინება.

მესი საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გულშემატკივრებს მიესალმა. ლეო სეზონში, ბონუსების ჩათვლით, დაახლოებით 35 მილიონ ევროს აიღებს.

ლიონელი "პარი სენ ჟერმენში" 30-ნომრიან მაისურს აიღებს - სწორედ ამ ნომრით დაიწყო თამაში "ბარსასა" და არგენტინის ნაკრებში.

ის 11 აგვისტოს "პარკ დე პრენსის" სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
არ ჯობია ამ ასაკის ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ ჩვენს გუნდებში და ეროვნული ლიგა განვავითაროთ? თბილისის დინამოს მესი რომ ყოლოდა იქნებ არ წაეგო ნეფთჩისთან. ფიფია რას ფიქრობ, გეყიდა სანამ დაგასწრებდნენ!
მცოდნე
11 აგვისტო 2021 00:34
3
იბრაგიმოვიჩი უფრო გამოგადგებათ და ზედ ბუფონიც მიაყოლეთ.
მცოდნე, უცოდინარს
11 აგვისტო 2021 10:13
1
ლა ლიგა უინტერესო ხდება,ჯერ რონალდო გაუშვეს,ეხლა მესი. არადა რეალი-ბარსას დაპირისპირება, მართლა რა სიამოვნება იყო,ამ ორი ვირტუოზი ფეხბურთელის თამაში.ეხლა ვის ვუყუროთ გრიზმანს და ბენზემას?
დავით67
11 აგვისტო 2021 00:08
1
ბევრი დაკარგა უკვე ბარსამ ლეოს წასვლით და ბევრ მილიონებს დაკარგავს კიდე.მიკვირს იმ ხალხის რო წერენ ფულის გულისთვის წავიდაო და ბევრს ღებულობდა ხელფასსო თქვე კაი ხალხო წლიური შემოსავალი ერთი ფეხბურთელიდან რომ გაქ 250 ლიმონი 100 აღარ უნდა გადაუხადო მაას?.ყველაფერზე მზად ვიყავიო კაცმა და არ დატოვეს მაინც.ბარსა ბევრ ფანს დაკარგავს და უფრო დაიძირება ესეთი ლეგენდებთან მოქცევით.რივლდო რონალდინიო ჩავი ნეიმარი ინიესტა და ბოლოს ლეფენდაც მოისროლეს.ფუი
თემური
10 აგვისტო 2021 23:07
1
შეცდომა დაუშვეს, 10 ნომერი უნდა აეღო, ბევრად მეტი მაისური გაიყიდებოდა, 30 ნომრიან მაისურში მე ფულს არ გადავიხდი
sul2
10 აგვისტო 2021 22:33
1
მე პირადად მესის ნებისმიერი ნომრით მაისურს ,დიდი სიამოვნებით ვიყიდდი.
su12-s
11 აგვისტო 2021 10:28
0
პარიზის ცირკია.ვინმეს მოგწონთ ასეთი ფეხბურთი?ორ გუნდს რომ აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები და დანარჩენი ყველა გადარჩენისთვის იბრძვის?ვინმე ქომაგობთ ამ ორ ტომარას?ან გაინტერესებთ ამათი თამაშები?ესაა ფეხბურთი?ეს ფულბურთი უფროა.
master
10 აგვისტო 2021 22:14
2
აწი მესის გამო, დაინახავ რამდენი უქომაგებს პსჟ-ეს. აბა 'ტურისტების გუნდს ბარსას" ვუქომაგოთ? რომელსაც გულშემატკივრები არ ყოლია, კარგადაც დაამტკიცეს.? ისიც თუ ვქომაგობდი, ჩავის ინიესტას მესის და სხვა ვარსკვლავების გამო, რომლებმაც შექმნეს და შეგვაყვრეს გუნდი ბარსა! გაუშვეს მესი და ვის ვუქომაგო? უტ....კო ფეხბურთელებს, რომლებმაც არ დაიცვეს, ესეთი ვარსკვლავი? ან კიდევ მაფიოზა ლაპორტას და რომ ვერ გაიგებ მწვრთნელია, თუ ვინ არის კუმანს? წავიდნენ მაგათი სუყველა.ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, დამთავრდა ლა ლიგაც და ბარსაც. სადც მესი ჩვენც იქ !!!!!!!!
ყოფილი ბარსას ქომაგი.
11 აგვისტო 2021 10:25
0
თავი სიზმარში მგონია, მესი და სხვა გუნდის ფორმით???!!! ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს. ხალხი რა სიყვარულით დახვდნენ და ეს კატალონიელები ვითომც არაფერი. მართალი ყოფილან, რომ იძახოდნენ, ბარსა ტურისტების გუნდიაო. სამწუხაროდ სიმართლე ყოფილა.
ყოფილი ბარსას ქომაგი.
10 აგვისტო 2021 21:29
1
Araferia maradiuli da aravis unda gadayve. Am kacis kamp noudan casvla istorias unda darchenoda ise unda aegnishnat
Milani
10 აგვისტო 2021 19:07
0
მე ვერ გავიგე, ვინ არის უმადური.
გიორგი
11 აგვისტო 2021 10:39
0
… ეს არის დიდი მასშტაბის უმადურობა!!!
დათო
10 აგვისტო 2021 21:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული