მესის პირველი მატჩი პსჟ-ში. მბაპეს უკანასკნელი? - კილიანმა დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-ში თავდამსხმელ ლეო მესის დებიუტი შედგა.

პსჟ-მა სტუმრად "რეიმსი" 2:0 დაამარცხა. დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, კილიანის შეძენას "რეალი" ცდილობს და კლუბები სატრანსფერო ფასზე ვაჭრობენ.

მესიმ 66-ე წუთზე ნეიმარი შეცვალა. ის "ბარსელონადან" ახლახან გადავიდა პარიზულ გუნდში და შვებულების შემდეგ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში.

პსჟ 12 ქულით გალიდერდა და 12 სექტემბერს "კლერმონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
როგორ მენანება ლეო სხვა გუნდში. ძალიან ძნელი საყურებელია სხვისი ფორმით, მოთამაშე მესი. კოპას მერე კარგ ფორმაში იყო ლეო, მაგრამ იმ საზიზღარმა მოვლენებმა სათამაშო ფორმა კი არა კიდევ, რომ თამაშობს ფეხბურთს ეგ მიკვირს. არ არის ადვილი, ბავშვობიდან მთელი სული გული ჩადო გუნდში და ამ გუნდმა, ერთ დღესაც კარი მოგიკეტოს. ლაპორტას და კუმანს, რომ ვხედავ ორივეზე გული მერევა!
გია
09:42 30-08-2021
2
სირცხვილია მესი საფრანგეთის სუსტ ჩემპიონატში.პსჟ გატენილი ვარსკვლავებით.მაგრამ ეტყობა ჯერ ფული და მერე ყველაფერი.
ეს ჭაობია და არა ფეხბურთი.
11:25 30-08-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული