"პარი სენ ჟერმენს" ასეთი ფეხბურთელი არ ჰყოლია..." - ფაბრეგასმა მესის მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალთან" მარცხის შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივრებმა ლიონელ მესის დაუსტვინეს. არასასიამოვნო ფაქტს ექს "ბარსელონელი" ცესკ ფაბრეგასი გამოეხმაურა.

"ლეოს საქმე მარტივადაა, ჩემთვის არგენტინელი საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის გვერდითაც მითამაშია, თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ რაც მისგან ვნახე მსგავსი არაფერი მინახავს. "კამპ ნოუზე" მეც დამისტვინეს. ვიცი რაც პსჟ-ში მოხდა, გულშემატკივრებს სურდათ, რომ ფეხბურთელი წნეხის ქვეშ მოაქციონ. როდესაც კარგად თამაშობ მხარს გიჭერენ, შენს სახელს სკანდირებენ, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც საქმე ჩავარდება გისტვენენ, მაგალითად, ნეიმარის ეპიზოდი.

ისინი სპორტსმენებს აკრიტიკებენ, რომ დიდ ანაზღაურებას ირებს, მართალია
"რეალთან" წააგეს, თუმცა არ უნდოდათ გამარჯვება? ეს ხომ პირველ რიგშია გასათვალისწინებელი? თქვენ ლიონელ მესიზე საუბრობთ, "პარი სენ ჟერმენს" ასეთი ფეხბურთელი არ ჰყოლია და არც არასდროს ეყოლება, უკეთესია მხარი დაუჭიროთ ვიდრე დაუსტვინოთ, მომავალ წელს ეს ბიჭები საოცარ მომენტებს გაჩუქებენ" - განაცხადა ესპანელმა Marca-სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ვთვლი,რომ უახლოესი წარსულის და აწმყოს საუკეთესო ფეხბურთელები რონალდუ და მესი (ან პირიქით) არიან. მათ თავიანთი ფანტასტიური თამაშით მთელი ეპოქს შექმნეს და გვაჩუქეს გულშემატკივრებს. ორივე, პირველებიც და მეორეებიც ერთად იყვნენ! სამწუხაროდ მათი ეპოქა მთავრდება და იმის ნაცვლად, რომ მადლიერების ნიშნად მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილონ ეს თავქარიანი ვაიგულშემატკივრები უსტვენენ?! მართლა ფურთხის ღისები არიან ეს თავქარიანები. დონარუმა სისულელეებს აკეთებს, ასი წლის ბენზემას ვერ იჭერენ და მესის უსტვენენ. ვაი თქვენს პატრონს!!! ისე ნებისმიერ ქვეყანაში არიან ასეთი ტვინგალაყებული სეირის მაყურებლები, მათ შორისაა პსჟ-ს ფანებიც!
G.A.L.
16:18 28-03-2022
0
ეს მესისტები რა ხართ ? დამპალი პსჟ ფანები როგორ გაბედეს და დაუსტვინეს მესის ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნის შემდეგ ცოტა მაინც ობიექტურები იყავით საფრანგეთზე იძახით უნახავმა რა ნახაო ორ გზის მსოფლიოს ჩემპიონი ზიდანისა და პლატინის ქვეყანაზე
დდდდდ
07:49 28-03-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული