მოგეხსენებათ, 2019 წელს ჟურნალისტმა ფაბრიციო კორონამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანდას იკარდისთან პარალელურად ჰქონდა ურთიერთობა მისსავე თანაგუნდელთან, მარსელო ბროზოვიჩთან.
ამის შემდეგ ნარამ ჟურნალისტს უჩივლა, სასამართლო სხდომაზე კი განაცხადა:
"არასდროს მქონია ურთიერთობა ბროზოვიჩთან და ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ტრადიციული ოჯახი გვაქვს და ამ ამბავმა ოჯახში და მის გარეთაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.
ჩვენი შვილები ვეღარ დადიოდნენ სკოლაში, რადგან მათ აბუჩად იგდებდნენ... პრობლემები შეექმნა თავის კლუბში ასევე ჩემს მეუღლეს...