ცნობილი გახდა პსჟ-ის მომავალი მწვრთნელის ვინაობა

AutoSharing Option
საფეხბურთო საკითხებში პსჟ-ის ახალი მრჩეველი ლუიშ კამპუში გუნდის მომავალი მწვრთნელის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა.

"პარი სენ ჟერმენს" "ნიცას" ყოფილი თავკაცი, 55 წლის კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს, რომელსაც 2+1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ. მისი ხელმძღვანელობით, "ნიცამ" საფრანგეთის ბოლო ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა.

მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს პარიზული კლუბი 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედ ხელშეკრულებას გაუწყვეტს და კომპენსაციის სახით 15 მილიონ ევროს გადაუხდის. მას პრემიერლიგაში დაბრუნება სურს, მაგრამ იქამდე გარკვეული პერიოდი დასვენებას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული