პსჟ-მა მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნა გამოაცხადა, რომელმაც კრისტოფ გალტიე შეცვალა.
53 წლის ესპანელს პარიზულმა კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
"პარიზში ჩამოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ, რათა აქ ახალი გამოცდილება მივიღო. ჩემთვის ახალი ადამიანების გაცნობა ძალიან საინტერესოა, ამ ქალაქში ცხოვრება, ახალი ენის შესწავლა და უპირველეს ყოვლისა, პსჟ-ის გაწვრთნა", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
ადრე ის "რომას", "სელტას", "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი იყო.