ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენზე უკეთესი არც ერთი გუნდი არაა

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა:

"თუ ეს აკვიატებული იდეა გახდება, კლუბისთვის, ქალაქისთვის და გულშემატკივრებისთვის კარგი იქნება. მინიმუმ რვა გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ეს ის ტურნირი არაა, რომელსაც სტაბილური გუნდი იგებს. ეს არაა ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებული საუკეთესო ხდება. აქ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ითამაშებ ჯგუფურ ეტაპზე შემოდგომაზე. შემდეგ მარტამდე მატჩები არაა. ჯგუფურ ეტაპზე კარგად უნდა იასპარეზო, ხოლო მარტიდან ძალიან კარგად პლეი-ოფში.

ბევრი ფაქტორი და ჩვენი დონის ბევრი გუნდია, მათ ყველას გამარჯვება სურთ. ჩვენ
ერთ-ერთი ფავორიტი ვართ. ესაა ჩვენი მიზანი. ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, პოტენციალის მხრივ ჩვენზე უკეთესი არც ერთი გუნდი არაა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი ფიფიას დინამოა მაგარი და მეორე შენ..
Nikoloz
02 ოქტომბერი 2023 13:57
0
კი განსაკუთრებით ნახევარდაცვით გამოირჩევით :დ
მეზღვაური
02 ოქტომბერი 2023 00:14
1
აბა, და შენ ხარ რა? ლუის, ალბათ სიზმარში ნახე და გგონია აგიხდება არა? ვაი შენს პატრონს ლენჩო1
ლაშა
01 ოქტომბერი 2023 23:07
3
ამასაც შეეყარა "ბელაია გარიაჩკა")))
მამუკა
01 ოქტომბერი 2023 22:27
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული