ლიგა 1-ში "რეიმსი" წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს, მე-6 ადგილზეა და ადგილობრივმა ჟურნალისტმაც დეშამს სთხოვა, რომ ამ გუნდის თამაში შეეფასებინა.
"საფრანგეთის ნაკრებში "რეიმსიდან" არცერთი ფეხბურთელი არ მყავს, მაგრამ ამ კლუბის, ისევე, როგორც სხვა ფრანგული და ევროპული გუნდების მატჩებს თვალს მუდმივად ვადევნებ.
ვფიქრობ, "რეიმსი" ძალიან კარგად ასპარეზობს და ლამაზ ფეხბურთს გვაჩვენებს", - თქვა დეშამმა.
საუბარში
"არის იაპონელი ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს "რეიმსში"! რა გვარია?! - დიახ, იტო, რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. უნდა გამოვიძახოთ დიდიეს გუნდში! რატომ არ წაიყვანთ ნაკრებში?", - ჰკითხა საფრანგეთის პირველმა ლედიმ.
"იმიტომ, რომ იაპონელია", - მიუგო დეშამმა მოკლედ ღიმილით.
"რატომ არ ეძახით იაპონელებს?", - მაკრონის მეუღლის ამ კითხვამ კი დეშამი შოკში ჩააგდო.
იუნია იტო "რეიმსის" 30 წლის ფორვარდია, რომელმაც მიმდინარე ლიგა 1-ში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.