პსჟ მბაპეს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და ახალ მეგაშეთავაზებას უმზადებს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, პსჟ გუნდის ფორვარდ კილიან მბაპეს ახალ შეთავაზებას უმზადებს. როგორც იცით, 25 წლის ფორვარდს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მოსალოდნელია, რომ ის მადრიდის "რეალს" მიაშურებს.

პსჟ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს ახალი 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება შესთავაზოს და ამ დროის განმავლობაში 136 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპეს დედასა და ამავდროულად აგენტ ფაიზა ლამარის "რეალთან" კონფლიქტი აქვს, რის გამოც შესაძლოა, ტრანსფერი დაიბლოკოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
100 მილიონიან ბონუსზე უარი ათქმევინეს რაც ორი წლის წინ შეპირდნენ, ფაქტიურად ორი წელი დაკარგა თავისი განვითარების ფულთან ერთად. რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ საფეხბურთო აგენტს ფეხბურთელის კარიერაში, დედამისი აშკარად ვერ ერკვევა ფეხბურთში და იმასაც ვერ ხვდება რომ პსჟ-ში ყოფნით მბაპე ოქროს ბურთს ვერასდროს ვერ მოიგებს.
მამუკა
17:37 14-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული