ფეხბურთელმა თავის ყოფილ კლუბ ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბას დამატებით ბრაზილიური "კორინთიანსი" იყო დაინტერესებული და ტრანსფერზე თანხმობა თავად ფრანგმაც განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია 18 თვეზე დაუყვანეს და მოედანზე დაბრუნება 2025 წლის მარტიდან შეეძლება.