კვარაცხელიას ხილვა სულ გვსურს, ლუის ენრიკე მეტს გადაწყვეტს - როცა დასვენება ტონუსიდან გაგდებს...

AutoSharing Option
პსჟ საფრანგეთის თასის ტიტულის დასაცავადაც ბრძოლას აგრძელებს, მეოთხედფინალში კი სამოყვარულო კლუბს უპირისპირდება - "სტად ბრიოშონს" "სანტ ფრედ-უბერზე" (10 600), სანტა ბრიუში ესტუმრება - ოთხშაბათს (ჩვენი დროით უკვე ხუთშაბათს, 00:10 სთ-ზე), 26 თებერვალს.

პარიზელთა მოწინააღმდეგე უფრო სუსტია, ვიდრე წინა ეტაპზე, თუმცა მათ "ნიცას" სასწაული თამაში შემოუტრიალეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ(მანამდე ლე ავრი გაიარეს). ამ ტურნორს სენსაციები უყვარს, ჩემპიონატის გამორჩეული გუნდები აქ აღარ არიან.

ლუის ენრიკეს ბიჭებს ლიგა 1-ის 23 მატჩში 18 მოგება, 5 ფრე და მეორეადგილოსანთან 13-ქულიანი უპირატესობა გააჩნიათ. რაც შეეხება
ქვეყნის თასს - ჯერ "ლანსი" პენალტების სერიაში გააგდეს, შემდეგ კი "ესპალსა" და ერთ დროს ამბიციურ "ლე მანს" აჯობეს.

პსჟმა ზედიდედ 8 შეხვედრაში გაიმარჯვა. გუნდს როტაციის დიდი საშუალება აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე მოახლოებული მერვედფინალების წინ ამას კიდევ ერთხელ გამოიყენებს. ქართველ გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხილვა მუდმივად სურთ, თუმცა ამ საკითხს მწვრთნელი გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა მივიდეს გუნდი "ლივერპულამდე". მანამდე, პირველ მარტს, ჩემპიონატში "ლილის" მასპინძლობაცაა. ერთია, დასვენება და ტონუსიდან ამოვარდნა ზოგიერთ ფეხბურთელს საერთოდ არ უხდება.

"ნიცას" ორივე გოლი 32 წლის იგო ბუდინმა გაუტანა. "სტად ბრიოშონის" რიგებში აზერბაიჯანში დაბადებულ შემტევ არტურ ზახარიანსაც გამოვარჩევთ. "ნაციონალ 2"-ის წარმომადგენლებს (იქაც მე-9 ადგილს იკავებენ) დიდი გამოცდა ელით.

ხვიჩას ფლანგზე ერნანდესი ითამაშებს

Sportall.Ge

ზაირე-ემერის დაბრუნება მოახლოვდა. სასტარტოში რუს მეკარე მატვეი საფონოვს, კორეელ ნახევარმცველ ლი კანგ-ინსა და პორტუგალიელ ფორვარდს, გონსალო რამოშს ელიან. "კვარა" მარცხიდან იქნება, მის ფლანგზე კი შეტევაში ნაკლებად აქტიურ ერნანდესს ვნახავთ.

პსჟს სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი - ზაგე, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი - მაიულუ, რუისი, ლი - დუე, რამოში, კვარაცხელია.

მთავარი მსაჯი 43 წლის ტომას ლეონარდია, რომელიც პარიზელებს ბოლოს სწორედ თასზე, "ლანსთან" 1/32-ფინალში მოემსახურა.

altხვიჩას ფლანგელი ბარკოლას დასაწყისი ძმასთან ერთად, 6 და-ძმა, ორმაგი მოქალაქეობა და სხვადასხვა ნაკრები...

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვერ დამადუმებთ თუნდაც მთელი მსოფლიო რომ დამიპირისპირდეს და სულ მარტო რომ დავრჩე მაინც ვიტყვი - კმარა კვარა (ვარდნა!) მოუმატე
სად არის?
21:16 25-02-2025
10
ზახარიანი აზერბაიჯანში, სუმგაითში დაიბადა, აქვს საფრანგეთისა და სომხეთის მოქალაქეობა
მე არ ვარ რობოტის
14:29 25-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული