მორიგი ვარსკვლავი პარიზში? - პსჟ-მა კიმიხს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
Sky Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მა "ბაიერნის" ნახევარმცველ იოზუა კიმიხს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფრანგული მხარე მზადაა, 30 წლის უნივერსალს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმოს, ანაზღაურების რაოდენობა კი ჯერჯერობით არ სახელდება.

გერმანელ ფეხბურთელს მიუნხენელებთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და "რეკორდმაისტერის" სპორტულ დირექტორ მაქს ებერლთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე გამართა.

კიმიხის სურვილი "ალიანს არენაზე" დარჩენაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ინფორმაციისთვის, იოზუა 'ბაიერნში" 2015 წლის ივლისში "შტუტგარტიდან" 8,5 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში კიმიხმა "ბაიერნის" შემადგენლობაში
36 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით პსჟ-ს აკლია მწვრთნელი , რომელიც გარკვეულ სქემაში ჩასვამს ამ ნიჭიერი მოთამაშეების მოქმედებას . არ ვგულისხმობ მკაცრ კლიშეებს . მხოლოდ გარკვეულ ტაქტიკურ მონახაზებს . ისეთი შთაბიჭდილება მრჩება , რომ ყველა თავისი ნიჭით და იმპროვიზაციის უნარით ცდილობს გუნდი ფონს გაიყვანოს . ლიგა 1_ში ეს შესაძლებელია , ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება შეუძლებლად მიმაჩნია.
silovan DZGERIA
16:34 06-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული