პსჟ "ლივერპულის" კაპიტანთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
33 წლის ცენტრალურ მცველს ვირგილ ვან დეიკს "ლივერპულთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. მას ევროპის, აშშ-ის და საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებიან.

El Nacional-ის მტკიცებით, ნიდერლანდელით პსჟ დაინტერესდა, კარგი პირობები და ამბიციური პროექტი შესთავაზეს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 41 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და ადრე განაცხადა, რომ ჯერ თავად არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ვირჯილს,მან დაიმსახურა კარგი პენსია კარიერის დაისზე. თუ ვინმე ფიქრობს,რომ ვირჯილი ლივერულში ვს ვირჯილი პსჟში ერთი იქნება,ძალიან ცდება. გამახსენეთ ფეხბურთელი,ვინც ბოლო წლებში ლივერპულმა გაუშვა თავისი ინიციატივით და ტოპ დონე შეინარჩუნა? არცერთი არის პასუხი,ხოდა ვირჯილის შემთხვევაც ეგ იქნება. თან ის ფაქტორია,რომ ლივერპული არ უხანგძლივებს კონტრაქტს ანუ გამოდის რო ლივერპულის დაწუნებული კადრის იმედი გაქვთ პსჟს ახლად გამოჩეკილ ფანებს. აი,ასეთი გუნდია პსჟ,ჩამოწერილი ხალხის დამატება უყვარს. შკრინიარი ხომ ყველას გახსოვთ ინტერში,სასწაულ ფეხბურთს თამაშობდა,მარა წავიდა პსჟში და ისვენებს.ეგრე იქნება ვირჯილიც. ეს არის ობიექტური სიმართლე,თორე ვირჯილის კლასის ამბავი ძალიან კარგად ვიცი. ლივერპულში რო დარჩეს,2-3 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს კიდევ,თუმცა პსჟში ეგრე არ იქნება.ლივერპულს აქვს თავისი სტრატეგია და მიდგომა,ფეხბურთელი კი არა,ხეს ვერ იტანენ 30 წელს გადაცილებულს თავის ბაზაზე. დიდი ცვლილებების მოლოდინი არის,კერკეზი მოვა დიდი ალბათობით მარცხენა ფლანგზე,გეჰიზე არის საუბარი ცენტრალურ მცველად,ისაკის დამატების ვარიანტიც არის და შესაძლოა ზუბიმენდიზეც ისევ გავიწიოთ. კარგი საყრდენის არსებობა გუნდში,გეჰის ტოპ მცველობასაც გამოიწვევს,რამეთუ 6 ნომერი არის გუნდის ხერხემალი. თან წლევანდელ სეზონში,ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ვირჯილმა,რასაც გოლი მოყვა,ეს ადრე არ მოსდიოდა ხოლმე. სულ ბოლო იყო,როცა მისი ზონიდან გაკეთდა დემბელეზე პასი და მან თავისი ზონა დაკარგა. და კიდევ,სოტონთან მისი პირადი "დამსახურება" იყო გაშვებული გოლი. რაც არ უნდა იყოს,მადლობა სამსახურისთვის და წარმატებები მას შემდგომ თავგადასავალში.ერთხელ წითელი ნიშნავს მუდამ წითელს. დავიდე ნგოგიც კი იმსახურებს ჩემს პატივისცემას და ჯეი სპირინგიც.ეს უკანასკნელი კლუბის სტრუქტურაშია დასაქმებული.
იასონას უდარი
09:26 19-03-2025
7
ძალიან მაგარი ტრანსფერი იქნება, საჩემპიონთალიგო ტრანსფერი.
საღოლ
22:17 18-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული