ალენ ჟირესმა მალის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ალენ ჟირესმა მალის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

მალიმ სექტემბრის მატჩების შემდეგ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსები თითქმის დაკარგა. ჟირესის გუნდი მაროკოსთან ჯერ 0:6 დამარცხდა, შემდეგ კი, იმავე გუნდთან გამართული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

ალენ ჟირესი საქართველოს ნაკრებს 2004-05 წლებში წვრთნიდა. მანამდე მას "ტულუზაში", "პარი სენ-ჟერმენსა" და "რაბატში" უმუშავია, საქართველოს შემდეგ კი, გაბონის, მალის, სენეგალისა და კვლავ მალის ნაკრებებს წვრთნიდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული